ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

გივი მიქანაძე ქვემო ქართლის საგანმანათლებლო დაწესებულებებში მიმდინარე და დასრულებულ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნო

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე ქვემო ქართლის რეგიონის საჯარო სკოლებსა და პროფესიულ კოლეჯს ეწვია, სადაც განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნო.

მინისტრმა თეთრიწყაროს, წალკის, ბოლნისისა და დმანისის მუნიციპალიტეტების სკოლებსა და კოლეჯში ჩატარებული და მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა, რომლებიც ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე დასრულდება.

„მიმდინარე წლის სექტემბერში ჩვენ ქვემო ქართლის რეგიონში სრულად რეაბილიტირებულ 7 ახალ სკოლასა და მასშტაბურ პროექტს – ბოლნისის კოლეჯს გავხსნით.

მომავალი თაობა – ჩვენი ახალგაზრდები განათლებას ჯანსაღ, უსაფრთხო და კომფორტულ გარემოში უნდა იღებდნენ.  სწორედ ამ მიზანს ემსახურება მთავრობის მეთაურის ინიციატივა, რომელიც ქვეყნის მასშტაბით საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას ითვალისწინებს. 

გარდა ახალი სკოლებისა, ბოლნისში უახლოეს მომავალში ფუნქციონირებას დაიწყებს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი, თანამედროვე და ინოვაციური პროფესიული კოლეჯი, რომელიც რეგიონისთვის უმნიშვნელოვანესი საგანმანათლებლო სივრცე გახდება. კოლეჯი საშუალებას მისცემს ადგილობრივ მოსახლეებს, დაეუფლონ სასურველ პროფესიებს და შემდგომ დასაქმდნენ ღირსეული ანაზღაურებით, რაც საბოლოო ჯამში ხელს შეუწყობს ქვეყანაში ადამიანური კაპიტალისა და ეკონომიკის სფეროს განვითარებას“, – განაცხადა გივი მიქანაძემ.

აღსანიშნავია, რომ ქვემო ქართლში 2025-2026 სასწავლო წლის დაწყებამდე დასრულდება 7 საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაცია. პარალელურად, რეგიონში მიმდინარეობს 10 საჯარო სკოლის მშენებლობა და 1 საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაცია.

დასრულდა მასშტაბური პროექტის – ბოლნისის პროფესიული კოლეჯის მშენებლობა. აღნიშნული კოლეჯის დაფუძნების შედეგად, ქვემო ქართლის რეგიონს ემატება მესამე პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც მსურველებს თანამედროვე საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურასა და მაღალი ხარისხის განათლებას სთავაზობს.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვა.გივი მიქანაძემ უნივერსიტეტების რექტორებთან პროფესიული განათლების განვითარების საკითხები განიხილასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეხვედრა გამართა იმ უნივერსიტეტების რექტორებთან, რომლებიც პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს ახორციელებენ.გივი მიქანაძემ თელავში მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნით ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობაქალაქ თელავში, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა, რომელშიც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე