ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

უკრაინის განათლებისა და მეცნიერების მინისტრი საქართველოს თანამშრომლობისთვისა და მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის

,,უკრაინის განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, უკრაინის განათლების ხარისხის შეფასების ცენტრთან ერთად, გულწრფელ მადლობას გიხდით თქვენი ფასდაუდებელი მხარდაჭერისა და დახმარებისთვის. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თქვენი სოლიდარობა და თანამშრომლობა იმ სირთულეების ფონზე, რომელთა წინაშეც უკრაინა ამჟამად დგას”, - ამის შესახებ უკრაინის განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ოქსენ ლისოვის მიერ გივი მიქანაძისთვის გამოგზავნილ მადლობის წერილშია ნათქვამი.

წერილში განსაკუთრებული აქცენტია გაკეთებული უკრაინელი მოსწავლეებისთვის შესაბამისი გამოცდების ორგანიზებისთვის გაწეულ სამუშაოებზე. ოქსენ ლისოვის თქმით, უკრაინული მხარე ამ მიმართულებით საქართველოს განათლების სამინისტროს ძალისხმევასა და გვერდში დგომას ძალიან აფასებს.

,,უკვე მეოთხე წელია, რაც გვეხმარებით ამ პროცესში და ჩვენ ვაფასებთ თქვენს ერთგულებასა და ძალისხმევას. ამ ინიციატივის განხორციელება საზღვარგარეთ შეუძლებელი იქნებოდა თქვენი თანადგომის გარეშე.

ასევე გვსურს, მადლობა გადავუხადოთ საგანმანათლებლო დაწესებულებების ხელმძღვანელობას დროებითი საგამოცდო ცენტრების შექმნისათვის გაწეული ძალისხმევისთვის, ასევე იმ მასწავლებლებს, კოორდინატორებსა და IT სპეციალისტებს, ვისთანაც გვქონდა პატივი, გვეთანამშრომლა,“ - ნათქვამია წერილში.

ოქსენ ლისოვმა  საქართველოს განათლების სამინისტროსთან თანამშრომლობის სამომავლოდ გაგრძელების იმედი გამოთქვა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, საქართველოში უკრაინის საელჩოსთან და უკრაინის განათლების სამინისტროსთან მჭიდრო თანამშრომლობით, უკრაინელი მოსწავლეებისთვის, რომლებიც საომარი მოქმედებების გამო სწავლას უკრაინის სკოლებში დისტანციურ რეჟიმში  აგრძელებენ, საატესტატო გამოცდების ჩატარებას უზრუნველყოფს.

გამოცდები საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტში (სეუ), თანამედროვე კომპიუტერული ტექნიკითა და მაღალი ხარისხის ინტერნეტით აღჭურვილ საგამოცდო სივრცეში ტარდება.


ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვა.გივი მიქანაძემ უნივერსიტეტების რექტორებთან პროფესიული განათლების განვითარების საკითხები განიხილასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეხვედრა გამართა იმ უნივერსიტეტების რექტორებთან, რომლებიც პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს ახორციელებენ.გივი მიქანაძემ თელავში მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნით ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობაქალაქ თელავში, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა, რომელშიც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე