ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

გივი მიქანაძე დუშეთის მუნიციპალიტეტში ახალგაზრდებს შეხვდა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე დუშეთის მუნიციპალიტეტში სკოლის მოსწავლეებსა და სტუდენტებს შეხვდა.

მინისტრმა ახალგაზრდებისთვის მრავალფეროვანი შესაძლებლობების შეთავაზებაზე გაამახვილა ყურადღება და შეხვედრის მონაწილეებს ახალგაზრდული ინიციატივების მხარდაჭერის მიზნით განსახორციელებელი პროექტები გააცნო.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, მსგავსი შეხვედრები მოსწავლეებთან და სტუდენტებთან რეგულარულად გაიმართება, რადგან სამომავლო პროექტების დაგეგმვის პროცესში ახალგაზრდების ჩართულობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. 

,,აქტიურ რეჟიმში გავაგრძელებთ მსგავს შეხვედრებს, რადგან ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ახალგაზრდებთან ურთიერთობა, მათი მოსაზრებებისა და იდეების გაზიარება. ჩვენ ყოველთვის ახალგაზრდებთან ერთად განვიხილავთ რიგ მნიშვნელოვან საკითხებს, რადგან ხვალინდელი დღე სწორედ მათ ეკუთვნით.

მოხარული ვარ, რომ ადგილობრივი ახალგაზრდები ასე აქტიურად არიან ჩართულნი მიმდინარე პროცესებში, დღეს მათგან მოვისმინეთ ძალიან ჯანსაღი და, რაც მთავარია, ქვეყნის კეთილდღეობაზე ორიენტირებული, საინტერესო იდეები, რომელთა განხორციელებაში როგორც ცენტრალური, ისე ადგილობრივი ხელისუფლება მაქსიმალურად შევუწყობთ ხელს.” - განაცხადა გივი მიქანაძემ.

მინისტრმა შეხვედრის მონაწილეებისგან სტუდენტების საჭიროებების, მათ წინაშე არსებული გამოწვევების შესახებ მიიღო ინფორმაცია და ახალგაზრდების მხრიდან დასმულ შეკითხვებს უპასუხა.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ მცხეთა-მთიანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე ზაგაშვილი  და მცხეთა-მთიანეთის დელეგატი დიმიტრი ხუნდაძე.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვა.გივი მიქანაძემ უნივერსიტეტების რექტორებთან პროფესიული განათლების განვითარების საკითხები განიხილასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეხვედრა გამართა იმ უნივერსიტეტების რექტორებთან, რომლებიც პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს ახორციელებენ.გივი მიქანაძემ თელავში მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნით ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობაქალაქ თელავში, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა, რომელშიც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე