ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

გივი მიქანაძემ KIU-ში ევროპის საერთაშორისო კონფერენცია გახსნა

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი (KIU) 1-4 სექტემბერს ხელოვნური ინტელექტის ფორმალური კვლევის შესახებ ევროპის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ფორუმს მასპინძლობს.

საერთაშორისო კონფერენცია – „ლოგიკები ხელოვნურ ინტელექტში“ (JELIA 2025), რომელიც საქართველოში პირველად იმართება, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ გახსნა.

მინისტრმა საუბრისას საერთაშორისო კონფერენციის საქართველოში ჩატარების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ეს კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის მასშტაბურობასა და როლს.

გივი მიქანაძე: „დიდი პატივია, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში ვუმასპინძლოთ ასეთ პრესტიჟულ საერთაშორისო კონფერენციას, რომელიც ევროპის ქვეყნებს მოიცავს.

ეს არის შესანიშნავი პლატფორმა ინფორმაციისა და ცოდნის ურთიერთგაცვლისთვის – კონფერენცია შესაძლებლობას აძლევს მეცნიერებს ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით ერთმანეთს საუკეთესო გამოცდილება გაუზიარონ.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული ღონისძიების ფარგლებში წამყვანი მეცნიერები და მკვლევრები ხელოვნური ინტელექტის უახლოეს მიღწევებთან დაკავშირებით მოხსენებებს წარუდგენენ დამსწრე საზოგადოებას. რაც მთავარია და უმნიშვნელოვანესია, ეს არის ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის, საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების, მათი რანგისა და როლის მორიგი აღიარება.

ასეთი კონფერენციების ჩატარება უდიდესი პრივილეგიაა და ის, რომ დღეს საქართველოში, კერძოდ კი ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში იმართება, კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს უნივერსიტეტის მნიშვნელოვან მიღწევებსა და მის რეიტინგს საერთაშორისო ასპარეზზე.‘‘

ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას ასევე სიტყვით მიმართა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, პროფესორმა პაატა ტურავამ.

ღონისძიებას ესწრებოდნენ ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქის დირექტორი ვახტანგ ცაგარელი, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, KIU-ს კომპიუტერული მეცნიერების სკოლის სტუდენტები და სხვა მოწვეული სტუმრები.

4-დღიან კონფერენციაში მონაწილეობენ ხელოვნური ინტელექტის ლოგიკური მოდელების საკითხებზე მომუშავე მსოფლიოს წამყვანი მეცნიერები და მკვლევრები. კონფერენციის ფარგლებში, გაიმართება კვლევების პრეზენტაცია და პანელური დისკუსიები, სადაც მოწვეული იქნებიან დარგის ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტები. აღსანიშნავია, რომ JELIA-ს კონფერენციაზე მოხსენების წარდგენა სპეციალური შერჩევის საფუძველზე ხდება, სადაც მაღალი კონკურენციაა. ყოველწლიურად მის პროგრამულ კომიტეტში მონაწილეობს მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტებისა და კვლევითი ცენტრების ასზე მეტი ექსპერტი. მრავალთვიანი განხილვისა და მკაცრი შერჩევის პროცესის შემდეგ, კომიტეტმა წლევანდელი კონფერენციის პროგრამაში შეიტანა მაღალი ხარისხის 47 მოხსენება, რომლებიც წარმოაჩენს უახლეს მიღწევებს ლოგიკაზე დაფუძნებულ ხელოვნურ ინტელექტში.

ხელოვნური ინტელექტის ლოგიკის ევროპული კონფერენცია (Journées Européennes sur la Logique en Intelligence Artificielle - JELIA) 1988 წელს საფრანგეთში დაფუძნდა და მას შემდეგ ორ წელიწადში ერთხელ იმართება ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში. ამ ფორუმს უკვე უმასპინძლეს საფრანგეთმა, გერმანიამ, დიდმა ბრიტანეთმა, იტალიამ, პორტუგალიამ, ესპანეთმა და სხვა ქვეყნებმა.

JELIA-ს მიზანია ხელი შეუწყოს კავშირების გაფართოებასა და იდეების ურთიერთგაზიარებას სხვადასხვა დისციპლინის ისეთ მკვლევრებს შორის, რომლებიც მუშაობენ როგორც აკადემიური, ისე თეორიისა და პრაქტიკის მიმართულებით.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვა.გივი მიქანაძემ უნივერსიტეტების რექტორებთან პროფესიული განათლების განვითარების საკითხები განიხილასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეხვედრა გამართა იმ უნივერსიტეტების რექტორებთან, რომლებიც პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს ახორციელებენ.გივი მიქანაძემ თელავში მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნით ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობაქალაქ თელავში, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა, რომელშიც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე