ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

გივი მიქანაძემ ხონის პირველი საჯარო სკოლა გახსნა

ქალაქ ხონის პირველი საჯარო სკოლა სრულად რეაბილიტირდა. განახლებული შენობა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ  გახსნა.

მინისტრი სკოლის ინფრასტრუქტურას გაეცნო და სკოლის ადმინისტრაციას, მასწავლებლებსა და თანამშრომლებს შეხვდა.

,,ხონის პირველი საჯარო სკოლა ახალი სასწავლო წლიდან 700-ზე მეტ მოსწავლეს უკვე სრულიად განახლებულ, თანამედროვე სტანდარტების შესაბამის სივრცეში მიიღებს.

ეს არის იმ პროგრამის ნაწილი, რომელიც პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ინიციატივით მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს. ჩვენთვის ზოგადი განათლების ინფრასტრუქტურის სრულყოფა უმნიშვნელოვანესია, როგორც განათლებაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის, ასევე, ბავშვებისა და პედაგოგებისთვის მაქსიმალურად ჯანსაღი, კომფორტული გარემოს შექმნის მიზნით. 

ხონის პირველ საჯარო სკოლას აქვს მართლაც გამორჩეული ისტორია და მჯერა, მომავალში აქ არაერთი ღირსეული, წარმატებული მამულიშვილი აღიზრდება,’’- აღნიშნა გივი მიქანაძემ.

მინისტრთან ერთად სკოლის გახსნაში მონაწილეობა მიიღო სახელწიფო რწმუნებულმა იმერეთის მხარეში, ლევან ზალკალიანმა. 

ინფრასტრუქტურული სამუშაოების შედეგად 460 მოსწავლეზე გათვლილ შენობაში მოეწყო ბიბლიოთეკა, სამკითხველო დარბაზი, რესურს ოთახი, ექიმის კაბინეტი, ტექნოლოგიური და საბუნებისმეტყველო ლაბორატორიები, ასევე, შიდა სპორტული დარბაზი და გარე მოედანი.

შენობაში დამონტაჟებულია გათბობის, წყალმომარაგების და კანალიზაციის სისტემები. სკოლა სრულადაა ადაპტირებული სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის.

სკოლის სრული რეაბილიტაცია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს დაფინანსებით განხორციელდა. პროექტის ღირებულება 7 580 683 ლარია.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვა.გივი მიქანაძემ უნივერსიტეტების რექტორებთან პროფესიული განათლების განვითარების საკითხები განიხილასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეხვედრა გამართა იმ უნივერსიტეტების რექტორებთან, რომლებიც პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს ახორციელებენ.გივი მიქანაძემ თელავში მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნით ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობაქალაქ თელავში, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა, რომელშიც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე