ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და თურქეთის რესპუბლიკის ახალგაზრდობის და სპორტის სამინისტროს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და თურქეთის რესპუბლიკის ახალგაზრდობის და სპორტის სამინისტროს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომლის ძირითად მიზანს წარმოადგენს, ახალგაზრდობის სფეროში პარტნიორობის გაძლიერების მიმართულებით ერთობლივი ინიციატივების განხორციელება.

დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ და თურქეთის რესპუბლიკის ახალგაზრდობის და სპორტის მინისტრმა ოსმან აშქინ ბაქინმა.

გივი მიქანაძის თქმით, ახალი თანამშრომლობა სტრუქტურირებული დიალოგის, ერთობლივი ინიციატივებისა და სტრატეგიული დაგეგმვის გზით, კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯია საქართველოსა და თურქეთს შორის მრავალწლიანი პარტნიორობის გაღრმავების კუთხით.

თავის მხრივ, ოსმან აშქინ ბაქინმა ორი ქვეყნის სამინისტროების წარმატებულ პარტნიორობაზე გაამახვილა ყურადღება და ქართულ მხარეს ერთობლივი ახალგაზრდული პროგრამების განვითარების მზაობა დაუდასტურა.

მემორანდუმის ძირითად მიმართულებას წარმოადგენს საქართველოსა და თურქეთის ახალგაზრდებისთვის ერთობლივი პროექტების განხორციელება, მათ შორის, ახალგაზრდული ბანაკების, ფორუმების, კონფერენციების, სემინარების, სასწავლო ვიზიტებისა და სხვა მნიშვნელოვანი აქტივობების ორგანიზება. რაც თავის მხრივ, ხელს შეუწყობს ახალგაზრდობის განვითარების მიმართულებით ორმხრივი თანამშრომლობის გაძლიერებას.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვა.გივი მიქანაძემ უნივერსიტეტების რექტორებთან პროფესიული განათლების განვითარების საკითხები განიხილასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეხვედრა გამართა იმ უნივერსიტეტების რექტორებთან, რომლებიც პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს ახორციელებენ.გივი მიქანაძემ თელავში მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნით ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობაქალაქ თელავში, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა, რომელშიც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე