ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

გივი მიქანაძის ხელმძღვანელობით კოლეჯების დირექტორთა საბჭოს პირველი სხდომა გაიმართა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის გივი მიქანაძის ხელმძღვანელობით ილია წინამძღვრიშვილის სახელობის კოლეჯში სახელმწიფო პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების დირექტორთა საბჭოს პირველი სხდომა გაიმართა.

შეხვედრის ფარგლებში გივი მიქანაძემ მონაწილეებთან ერთად პროფესიული განათლების სფეროში მიმდინარე პროცესები, არსებული გამოწვევები და მათი დაძლევის გზები განიხილა.

მინისტრმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ეკონომიკური საქმიანობის ხელშეწყობის კუთხით გადასადგმელ ნაბიჯებზე და ამ მიმართულებით კოლეჯების დირექტორებს თავისი ხედვა გააცნო.

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა და მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, მათთვის საინტერესო თემებზე უშუალოდ გივი მიქანაძისგან მიეღოთ ამომწურავი ინფორმაცია. საბჭოს წევრებმა აღნიშნეს, რომ მსგავს ფორმატში გამართული შეხვედრები უმნიშვნელოვანესია, როგორც პროფესიული განათლების განვითარებისთვის, ასევე, პროცესებში მათი ჩართულობის გაძლიერების კუთხით.

მინისტრის გადაწყვეტილებით საბჭოს მოწვევა პერმანენტულად განხორციელდება და თითოეულ შეხვედრაზე, წევრები ეტაპობრივად განიხილავენ ყველა იმ ინიციატივას, რომელიც ემსახურება პროფესიული განათლების სისტემის გაძლიერებას, სტუდენტების შესაძლებლობების გაფართოებას და ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას.

შეხვედრის დასასრულს გივი მიქანაძე ილია წინამძღვრიშვილის სახელობის კოლეჯის საპატიო წევრად აირჩიეს.

გივი მიქანაძემ, პირველ მოადგილე ლევან ღირსიაშვილთან და მოადგილეებთან  – ბაია კვიციანთან და თამარ მახარაშვილთან ერთად, კოლეჯის ძირითადი სასწავლო კორპუსი და სტენდებიც დაათვალიერა.

ილია წინამძღვრიშვილის სახელობის კოლეჯი 142 წლის წინ 1883 წლის 4 სექტემბერს დაარსდა. სიმბოლურია, რომ პირველი სხდომა სწორედ ამ დღეს გაიმართა.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვა.გივი მიქანაძემ უნივერსიტეტების რექტორებთან პროფესიული განათლების განვითარების საკითხები განიხილასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეხვედრა გამართა იმ უნივერსიტეტების რექტორებთან, რომლებიც პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს ახორციელებენ.გივი მიქანაძემ თელავში მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნით ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობაქალაქ თელავში, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა, რომელშიც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე