ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

გივი მიქანაძე ანაკლიის ახალგაზრდულ ბანაკში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე ანაკლიის ბანაკს ესტუმრა, რომელიც ამჯერად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  სტუდენტებს მასპინძლობს.

გივი მიქანაძე ახალგაზრდებს შეხვდა და სტუდენტებთან საუბრისას სტუდენტთა მხარდაჭერის კუთხით სამინისტროს მიერ გადადგმულ ნაბიჯებსა და სამომავლო გეგმებზე გაამახვილა ყურადღება. 

მინისტრმა განსაკუთრებით გამოყო ანაკლიის ბანაკის მნიშვნელობა და აღნიშნა, რომ ბანაკს მართლაც განსაკუთრებული დატვირთვა აქვს, რადგან ის ხელს უწყობს ახალგაზრდების ჩართულობას სამშვიდობო პროცესებში. მისი თქმით, სწორედ მომავალმა თაობამ, ჩვენმა ახალგაზრდებმა უნდა შეასრულონ გადამწყვეტი როლი საქართველოს გაერთიანების პროცესში.

„ჩვენ ახლა ახლოს ვართ იმ მიწასთან, რომელსაც ქართული ჰქვია და აუცილებლად მშვიდობის გზით, ძალიან ახლო მომავალში ის თავის წიაღში დაბრუნდება. ჩვენ როგორც აფხაზეთში ასევე სამაჩაბლოში, ჩვენს აფხაზ და ოს ძმებთან  ერთად, ძლიერ ქვეყანას ავაშენებთ. ამ პროცესში უდიდესი როლი გაქვთ თქვენ ახალგაზრდებს, მომავალ თაობას. მჯერა, რომ თქვენი ჩართულობით ჩვენ ყველა ერთად დასახულ მიზანს აუცილებლად მივაღწევთ“, - აღნიშნა გივი მიქანაძემ. 

სტუდენტებს სიტყვით ასევე მიმართა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა ჯაბა სამუშიამ.

ანაკლიის ბანაკში  შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა და ახალგაზრდებს შესაძლებლობა ჰქონდათ, მათთვის საინტერესო საკითხებზე პასუხები უშუალოდ მინისტრისგან მიეღოთ.

2025 წელს ანაკლიის ახალგაზრდული ბანაკი, რომელიც სსიპ ახალგაზრდობის სააგენტოს მიერ ხორციელდება, ჯამში 3000-მდე ახალგაზრდას უმასპინძლებს. თითო ნაკადზე ბანაკი მასპინძლობს 18-25 წლის 240 სტუდენტს. ბანაკის მთავარი მიზანია  ახალგაზრდებისთვის აქტიურ დასვენებაზე ხელმისაწვდომობის ზრდა, ახალგაზრდების სოციალური ინტეგრაცია და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია.

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვა.გივი მიქანაძემ უნივერსიტეტების რექტორებთან პროფესიული განათლების განვითარების საკითხები განიხილასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეხვედრა გამართა იმ უნივერსიტეტების რექტორებთან, რომლებიც პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს ახორციელებენ.გივი მიქანაძემ თელავში მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნით ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობაქალაქ თელავში, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა, რომელშიც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე