ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

ზვიად გაბისონიამ კვლევითი ცენტრების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრისა და გიორგი ელიავას სახელობის ბაქტერიოფაგიის, მიკრობიოლოგიისა და ვირუსოლოგიის ინსტიტუტის მეცნიერებთან სამუშაო შეხვედრა გამართა, რომლის ძირითად თემას გამოყენებითი კვლევების გაძლიერება, მათი კომერციალიზაცია და ტექნოლოგიური ტრანსფერების განვითარება წარმოადგენდა.

მინისტრის მოადგილემ თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი უნიკალური სამეცნიერო ლაბორატორიები დაათვალიერა და სამომავლო პერსპექტივებს დარგის სპეციალისტებთან ერთად გაეცნო. ზვიად გაბისონია ცენტრების წარმომადგენელთა პრეზენტაციებსაც დაესწრო,  რომლებმაც მათი მისია, სტრატეგიული გეგმები, საგრანტო პროექტები და საერთაშორისო სამეცნიერო კონკურსებში მონაწილეობის საკითხები წარმოადგინეს.  ასევე განიხილეს სფეროში არსებული გამოწვევები და საჭიროებები.

სიტყვით გამოსვლისას ზვიად გაბისონიამ ხაზი გაუსვა ორივე ინსტიტუტის გამოცდილებას და მათ მდიდარ ისტორიას. მისი თქმით, რეფორმის ფარგლებში აუცილებელია შეფასდეს მეცნიერების კომპონენტი, კერძოდ, რა დონეზეა დღეს ქვეყანაში სამეცნიერო კვლევების ხარისხი.

როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, მეცნიერებთან გამოყენებითი კვლევების გაძლიერებაზე, კვლევების კომერციალიზაციასა და ტექნო ტრანსფერებზე მსჯელობა აუცილებელია, რადგან საქართველოს ტიპის ქვეყნებისთვის ყველაზე დიდი გამოწვევა ფუნდამენტურ და გამოყენებით კვლევებს შორის სწორი ბალანსის დაცვაა. მისივე თქმით, ქვეყნისთვის აუცილებელია გაიზარდოს გამოყენებითი კვლევების წილი, რაც თავის მხრივ გაზრდის მათი კომერციალიზაციის შესაძლებლობებს, მეცნიერების დაფინანსებას, ახალი პროექტების მოზიდვას და ბიზნესთან კოლაბორაციას.

სამეცნიერო მიმართულების გაძლიერება განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. სწორედ ამიტომ, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის, გივი მიქანაძის  ინიციატივით, სამინისტროში შეიქმნა მეცნიერთა საბჭო, რომელშიც მეცნიერები და კვლევითი ცენტრების წარმომადგენლები გაწევრიანდებიან. საბჭო რეგულარულად შეიკრიბება და განიხილავს ყველა იმ მნიშვნელოვან საკითხს, რომელიც მეცნიერებისა და კვლევითი ცენტრების განვითარებისთვის აქტუალურია.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვა.გივი მიქანაძემ უნივერსიტეტების რექტორებთან პროფესიული განათლების განვითარების საკითხები განიხილასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეხვედრა გამართა იმ უნივერსიტეტების რექტორებთან, რომლებიც პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს ახორციელებენ.გივი მიქანაძემ თელავში მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნით ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობაქალაქ თელავში, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა, რომელშიც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე