ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, გივი მიქანაძემ რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში ღვაწლმოსილი მასწავლებლები დააჯილდოვა.

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, გივი მიქანაძემ რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში ღვაწლმოსილი მასწავლებლები დააჯილდოვა.

მინისტრმა პედაგოგებს სასწავლო წლის დაწყება მიულოცა და მადლობა გადაუხადა იმ ფასდაუდებელი წვლილისთვის, რომელიც მომავალი თაობის აღზრდაში შეაქვთ.

„ყველა პედაგოგს გილოცავთ სასწავლო წლის დაწყებას. გულითად მადლიერებას გამოვხატავ და ქედს ვიხრი თითოეულის წინაშე - თქვენ საქართველოს უზრდით განათლებულ თაობებს, რომლებიც ჩვენი ქვეყნის უკეთეს მომავალს აშენებენ.

ჩვენი გამორჩეული პრიორიტეტი არის მასწავლებელი, პედაგოგებთან ურთიერთობა, მათი ყოველდღიური ცხოვრებისა და სამუშაო გარემოს გაუმჯობესება. სწორედ ამიტომ, განსაკუთრებით ვზრუნავთ მასწავლებელთა შრომის აღიარებასა და დაფასებაზე. ახლახან მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ქვეყნის მასშტაბით ყველა მუნიციპალიტეტში, მასწავლებლის ეროვნული პრემიის ფარგლებში, 10 ოქტომბრის ჩათვლით დავაჯილდოოთ ღვაწლმოსილი პედაგოგები.

ამ ინიციატივის განხორცირელება ჩვენ რაჭის რეგიონიდან დავიწყეთ და ქვეყნის მასშტაბით გავაგრძელებთ. მადლობა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს, რომ ეს ღონისძიება ერთობლივი ძალისხმევით შედგა და დღეს პედაგოგების, მათი აღსაზრდელების ბედნიერ სახეებს ვხედავთ“, - განაცხადა გივი მიქანაძემ.

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის ინიციატივით, მასწავლებლის ეროვნული პრემიის ფარგლებში, აქტივობები მთელი ქვეყნის მასშტაბით გაიმართება, ხოლო დასკვნითი ღონისძიება 27 ოქტომბერს თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში ჩატარდება.

პედაგოგთა დაჯილდოება რეგიონულ დონეზე რაჭა-ლეჩხუმით დაიწყო და ყველა რეგიონში 10 ოქტომბრის ჩათვლით გაიმართება. აღნიშნული ინიციატივა პედაგოგთა წახალისებას, მათი შრომის აღიარებასა და ღვაწლის დაფასებას ემსახურება.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვა.გივი მიქანაძემ უნივერსიტეტების რექტორებთან პროფესიული განათლების განვითარების საკითხები განიხილასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეხვედრა გამართა იმ უნივერსიტეტების რექტორებთან, რომლებიც პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს ახორციელებენ.გივი მიქანაძემ თელავში მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნით ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობაქალაქ თელავში, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა, რომელშიც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე