ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

ოზურგეთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტებში ღვაწლმოსილი პედაგოგები დაჯილდოვდნენ

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ,   თამარ მახარაშვილმა, სახელმწიფო რწმუნებულთან  გურიის მხარეში,  გიორგი ღურჯუმელიძესთან ერთად,  ოზურგეთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტების სკოლების ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვა.  

ღონისძიების ფარგლებში  პედაგოგებს მადლობის სიგელებთან ერთად სიმბოლური საჩუქრებიც გადაეცათ. მათ შორის იყვნენ მასწავლებლები, რომლებიც ათწლეულების განმავლობაში წარმატებით ასრულებენ საკუთარ მისიას და არაერთი წარმატებული კურსდამთავრებული ჰყავთ აღზრდილი.

აღნიშნულ ღონისძიებებს ესწრებოდნენ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები,  სასკოლო საზოგადოება - დირექტორები, პედაგოგები  და მოსწავლეები, რომლებმაც განსაკუთრებული პატივისცემით აღნიშნეს თავიანთი პედაგოგების დამსახურება.

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის ინიციატივით,  მასწავლებლის ეროვნული პრემიის ფარგლებში, ყველა რეგიონში 10 ოქტომბრის ჩათვლით გაიმართება  ადგილობრივი სკოლების პედაგოგთა დაჯილდოება, დასკვნითი ღონისძიება კი თბილისში 27 ოქტომბერს ჩატარდება.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვა.გივი მიქანაძემ უნივერსიტეტების რექტორებთან პროფესიული განათლების განვითარების საკითხები განიხილასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეხვედრა გამართა იმ უნივერსიტეტების რექტორებთან, რომლებიც პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს ახორციელებენ.გივი მიქანაძემ თელავში მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნით ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობაქალაქ თელავში, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა, რომელშიც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე