ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

ზვიად გაბისონიამ ბათუმში მეცნიერების ფესტივალი გახსნა

მეცნიერების პოპულარიზაციის,  ახალგაზრდების წახალისების, კერძო საჯარო პარტნიორობის ხელშეწყობისა და ინოვაციური იდეების გაძლიერების  მიზნით, ქვეყნის მასშტაბით  მეცნიერების ფესტივალი მიმდინარეობს. ფესტივალი საქართვლოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზედობის სამინისტროს მხარდაჭერით ტარდება და ყველა დიდ ქალაქს მოიცავს. 

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ,  ზვიად გაბისონიამ,  აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძესთან და აჭარის განათლებისა და სპორტის მინისტრმა  მაია ხაჯიშვილთან და ერთად მეცნიერების ფესტივალი  ბათუმში გახსნა  და სამეცნიერო საზოგადოების წარმომადგენლებს მეცნიერების კუთხით  სამინისტროს მიერ დაგეგმილი სიახლეები გააცნო.

უმნიშვნელოვანესია, რომ მეცნიერების ფესტივალ ერთ სივრცეში  აერთიანებს სამეცნიერო კვლევებს, თანამედროვე ტექნოლოგიებსა და ინოვაციურ პროექტებს და მასში  მონაწილეობენ  როგორც ადგილობრივი და საერთაშორისო მკვლევრები, ასევე სკოლის მოსწავლეები, სტუდენტები, სტარტაპერები და ინდუსტრიის წარმომადგენლები.

მეცნიერების ფესტივალი, რომელიც 17 სექტემბერს შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიხსნა, 10 ოქტომბერს იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში დასრულდება. ფესტივალის ფარგლებში გაიმართება საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცები, ღია ლექციები და საჯარო დისკუსიები. ამასთანავე, ახალგაზრდებისთვის  მოეწყობა ინტერაქტიული გამოფენები და ექსპერიმენტები, სტარტაპებისა და ინოვატორების პრეზენტაციები.

ხაზგასასმელია, რომ ფესტივალის განმავლობაში ახალგაზრდებს შესაძლებლობა მიეცემათ პირდაპირი კავშირი დაამყარონ მეცნიერებთან, რაც ხელს შეუწყობს მათი მეცნიერებითა და ტექნოლოგიებით დაინტერესებას, რეგიონების ჩართულობის გაზრდას და სამეცნიერო იდეების ხელშეწყობას, რაც ქვეყნის განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესია.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვა.გივი მიქანაძემ უნივერსიტეტების რექტორებთან პროფესიული განათლების განვითარების საკითხები განიხილასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეხვედრა გამართა იმ უნივერსიტეტების რექტორებთან, რომლებიც პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს ახორციელებენ.გივი მიქანაძემ თელავში მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნით ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობაქალაქ თელავში, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა, რომელშიც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე