ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

გივი მიქანაძემ სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტს იუბილე მოილოცა, ადგილობრივ მეცნიერების ფესტივალში მიიღო მონაწილეობა და ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის  მინისტრმა გივი მიქანაძემ რაბათის ციხეში სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის 35 წლისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.

მინისტრმა დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და რეგიონის მასშტაბით მომავალი თაობების აღზრდის საქმეში სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის როლზე გაამახვილა ყურადღება.

ღონისძიების ფარგლებში მინისტრმა ახალციხის სკოლების ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვა და მათ მადლობა გადაუხადა მრავალწლიანი შრომისთვისა და პროფესიისადმი ერთგულებისთვის.

უნივერსიტეტის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით რაბათის ციხეში ასევე ჩატარდა მეცნიერების ფესტივალი, რომელიც რეგიონებში მეცნიერების პოპულარიზაციის,  ახალგაზრდების წახალისების, კერძო საჯარო პარტნიორობის ხელშეწყობისა და ინოვაციური იდეების გაძლიერების  მიზნით 17 სექტემბრიდან 10 ოქტომბრის ჩათვლით მიმდინარეობს.

გივი მიქანაძე ადგილზე გაეცნო მეცნიერების ფესტივალის მიმდინარეობას, რომელიც ერთ სივრცეში აერთიანებდა სამეცნიერო კვლევებს, თანამედროვე ტექნოლოგიებსა და ინოვაციურ პროექტებს. ფესტივალში როგორც ადგილობრივი და საერთაშორისო მკვლევრები, ასევე სკოლის მოსწავლეები, სტუდენტები, სტარტაპერები და ინდუსტრიის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვა.გივი მიქანაძემ უნივერსიტეტების რექტორებთან პროფესიული განათლების განვითარების საკითხები განიხილასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეხვედრა გამართა იმ უნივერსიტეტების რექტორებთან, რომლებიც პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს ახორციელებენ.გივი მიქანაძემ თელავში მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნით ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობაქალაქ თელავში, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა, რომელშიც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე