ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

გივი მიქანაძე: „წლის თითოეული დღე მასწავლებლებს გეკუთვნით, რადგან თქვენ ზრდით ჩვენს შვილებს – საქმე, რომელსაც თქვენ ასე ერთგულად ემსახურებით, ყველაზე პატრიოტული და მნიშვნელოვანია“

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ხაშურის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვა.

მინისტრმა მადლობა გადაუხადა მასწავლებლებს გაწეული ფასდაუდებელი შრომისთვის და მათ შესაბამისი სერტიფიკატები გადასცა.

„წლის თითოეული დღე მასწავლებლებს გეკუთვნით, რადგან თქვენ ზრდით ჩვენს შვილებს, ქვეყნის მომავალ თაობას. საქმე, რომელსაც თქვენ ასე ერთგულად ემსახურებით, ყველაზე პატრიოტული და მნიშვნელოვანია.

უდიდესი მადლიერება და პატივისცემა მინდა, გამოვხატო თითოეულის მიმართ და გითხრათ, რომ ყოველთვის დაგიდგებით გვერდში და გავაკეთებ ჩემი შესაძლებლობების მაქსიმუმს თქვენს მხარდასაჭერად“, – განაცხადა გივი მიქანაძემ.

ღონისძიების ფარგლებში მინისტრმა, პირველ მოადგილე ლევან ღირსიაშვილთან ერთად, ოქროსა და ვერცხლის მედალოსანი, წარჩინებული მოსწავლეებიც დააჯილდოვა.

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის ინიციატივით, მასწავლებლის ეროვნული პრემიის ფარგლებში, ყველა რეგიონში 10 ოქტომბრის ჩათვლით იმართება ადგილობრივი სკოლების პედაგოგთა დაჯილდოება, დასკვნითი ღონისძიება კი თბილისში 27 ოქტომბერს ჩატარდება.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვა.გივი მიქანაძემ უნივერსიტეტების რექტორებთან პროფესიული განათლების განვითარების საკითხები განიხილასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეხვედრა გამართა იმ უნივერსიტეტების რექტორებთან, რომლებიც პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს ახორციელებენ.გივი მიქანაძემ თელავში მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნით ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობაქალაქ თელავში, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა, რომელშიც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე