ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

ბაია კვიციანმა ევროსაბჭოს ეგიდით გამართულ მე-8 პლენარული სხდომის სესიებში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ ბაია კვიციანმა ქალაქ სტრასბურგში ევროსაბჭოს განათლების დეპარტამენტის სამეთვალყურეო კომიტეტის (CDEDU) მე-8 პლენარული სხდომის სესიებში მიიღო მონაწილეობა. 

სიტყვით გამოსვლისას ბაია კვიციანმა ისაუბრა საქართველოს განათლების პოლიტიკაზე და განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა პროფესიულ განათლებაში დემოკრატიული კულტურის გამოყენების შესახებ რეკომენდაციებზე, განათლებაში ციფრული ტრანსფორმაციის მნიშვნელობასა და ხელოვნური ინტელექტის პასუხისმგებლობიან  გამოყენებაზე.

მინისტრის მოადგილის თქმით, საქართველო აქტიურად იყო ჩართული ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრაქტიკული საგანმანათლებლო ინსტრუმენტის — ციფრული მოქალაქეობის განათლების გეგმის (DCE Planner) — შემუშავებაში, რომელიც უკვე ქართულ ენაზეც არის თარგმნილი.

აღინიშნა, რომ უმაღლესი განათლების მიმართულებით, ევროსაბჭო  მუშაობას იწყებს ახალი კონვენციის პროექტზე, რომელიც უმაღლესი განათლების კვალიფიკაციების ავტომატური აღიარების გამჭვირვალობისა და ხარისხის უზრუნველყოფის პირობებს უკავშირდება. სწორედ ამ მიზნით, იგეგმება სპეციალური სამუშაო ჯგუფის შექმნა.

ბაია კვიციანმა     გამოთქვა მზადყოფნა და ინტერესი, რომ საქართველოს წარმომადგენელი აქტიურად ჩაერთოს აღნიშნული სამუშაო ჯგუფის საქმიანობაში. 

პლენარული სხდომის ფარგლებში მონაწილეებმა განათლების ყველა საფეხურზე ევროსაბჭოს განათლების პროგრამის პრიორიტეტულ მიმართულებებზე იმსჯელეს. აღნიშნული თემატიკა წევრ ქვეყნებს დაეხმარება განათლების პოლიტიკის ფორმირებაში და ამ სფეროში ახალი ტენდენციების გათვალისწინებაში.

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვა.გივი მიქანაძემ უნივერსიტეტების რექტორებთან პროფესიული განათლების განვითარების საკითხები განიხილასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეხვედრა გამართა იმ უნივერსიტეტების რექტორებთან, რომლებიც პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს ახორციელებენ.გივი მიქანაძემ თელავში მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნით ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობაქალაქ თელავში, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა, რომელშიც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე