ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

გივი მიქანაძემ აზიის განვითარების ბანკის საქართველოს ოფისის დირექტორთან შეხვედრა გამართა

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აზიის განვითარების ბანკის (ADB) საქართველოს ოფისის დირექტორ  ლესლი ბიერმან ლამთან  გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.

მინისტრმა ლესლი ბიერმან ლამს  საქართველოს განათლების სისტემის სამივე საფეხურზე მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმები გააცნო, განსაკუთრებული ყურადღება კი პროფესიულ განათლებაზე გაამახვილა.

შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა ერთობლივი პროექტების მიმდინარეობა განიხილეს და თანამშრომლობის გაფართოების კუთხით პარტნიორობის გაღრმავების პერსპექტივებზე იმსჯელეს.

შეხვედრას ADB-ის საქართველოს ოფისის დირექტორის მოადგილე ანდერს პიტერსონი ესწრებოდა.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვა.გივი მიქანაძემ უნივერსიტეტების რექტორებთან პროფესიული განათლების განვითარების საკითხები განიხილასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეხვედრა გამართა იმ უნივერსიტეტების რექტორებთან, რომლებიც პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს ახორციელებენ.გივი მიქანაძემ თელავში მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნით ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობაქალაქ თელავში, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა, რომელშიც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე