ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

თამარ მახარაშვილმა ქალაქ ბორჯომში ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე თამარ მახარაშვილმა ქალაქ ბორჯომში გამართულ ღონისძიებაზე ღვაწლმოსილ პედაგოგებს მადლობის სიგელები გადასცა. 

მინისტრის მოადგილემ სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა მასწავლებლის პროფესიის განსაკუთრებული მნიშვნელობა და მადლობა გადაუხადა პედაგოგებს ახალგაზრდების განათლებასა და აღზრდაში შეტანილი წვლილისთვის.

დაჯილდოების ცერემონიას ესწრებოდნენ ბორჯომისა და ბაკურიანის ეპარქიის  სამეუფეო მდივანი დეკანოზი მამა იოანე ხეცურიანი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.

მასწავლებლის ეროვნული პრემიის ფარგლებში, მინისტრის ინიციატივით, პედაგოგთა დაჯილდოების მსგავსი ღონისძიებები ყველა რეგიონში 10 ოქტომბრამდე გაიმართება, ხოლო ფინალური ღონისძიება 27 ოქტომბერს თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში შედგება.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვა.გივი მიქანაძემ უნივერსიტეტების რექტორებთან პროფესიული განათლების განვითარების საკითხები განიხილასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეხვედრა გამართა იმ უნივერსიტეტების რექტორებთან, რომლებიც პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს ახორციელებენ.გივი მიქანაძემ თელავში მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნით ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობაქალაქ თელავში, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა, რომელშიც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე