ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

გივი მიქანაძემ ხელოვნური ინტელექტის თემაზე გამართულ საერთაშორისო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ მონაწილეობა მიიღო საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაში სახელწოდებით: „განათლება და მეცნიერება ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში: ინოვაციები, კვლევები და საერთაშორისო თანამშრომლობა“.

მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას განათლების სფეროში ხელოვნური ინტელექტის დანერგვასა და ახალი ტექნოლოგიური შესაძლებლობების განვითარების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით ასევე მიმართეს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტმა როინ მეტრეველმა, საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხმა და სხვა მოწვეულმა სტუმრებმა.

ორდღიანი საერთაშორისო კონფერენციის მიზანია განათლებისა და მეცნიერების სფეროებში ხელოვნური ინტელექტის გავლენის მრავალმხრივი გაანალიზება. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა შემდეგ მიმართულებებს:

✔️განათლების სისტემების მოდერნიზაციისთვის საჭირო სტრატეგიული პრიორიტეტების განსაზღვრა;

✔️სამეცნიერო კვლევების ტრანსფორმაციის შეფასება ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობების გამოყენებით;

✔️ეთიკური და სამართლებრივი საკითხების განხილვა, რომლებიც უკავშირდება ხელოვნური ინტელექტის ინტეგრაციას საზოგადოებრივ ცხოვრებაში.

კონფერენციაში მონაწილეობენ ქართველი და უცხოელი ექსპერტები, რაც ხელს შეუწყობს საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებას, ასევე, ახალი კვლევითი მიგნებებისა და აღმოჩენების შესახებ ინფორმაციის გაცვლას.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვა.გივი მიქანაძემ უნივერსიტეტების რექტორებთან პროფესიული განათლების განვითარების საკითხები განიხილასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეხვედრა გამართა იმ უნივერსიტეტების რექტორებთან, რომლებიც პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს ახორციელებენ.გივი მიქანაძემ თელავში მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნით ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობაქალაქ თელავში, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა, რომელშიც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე