ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ სტრასბურგში ევროსაბჭოს ეგიდით გამართულ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ ქალაქ სტრასბურგში ევროსაბჭოს ეგიდით გამართულ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა.

კონფერენციაზე ხელოვნური ინტელექტისა და განათლების სტრატეგიის ახალი გზამკვლევის - The Compass for AI and Education პრეზენტაცია გაიმართა.

ორდღიანი კონფერენციის ფარგლებში, მონაწილეებმა დეტალურად განიხილეს დოკუმენტის საგანმანათლებლო პროცესსა და კვლევაში გამოყენების შესაძლებლობები, ასევე მისი შესაბამისობა სამართლებრივი რეგულირებისა და ეთიკის ნორმებთან. ყურადღება ასევე გამახვილდა ხელოვნური ინტელექტის იმ შესაძლებლობებზე, რომლებიც განათლების ხარისხის გაუმჯობესებას და, ამავდროულად, ადამიანის უფლებებისა და ძირითადი ღირებულებების დაცვას ემსახურება.  

კონფერენციის ფარგლებში აღინიშნა, რომ გარდა ახალი გზამკვლევისა, ასევე საჭიროა ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიების განათლების სფეროში ინტეგრაციის პროცესში საერთო ჩარჩო დოკუმენტის და ერთიანი მიდგომის შემუშავება, რომელიც შემდგომში ადაპტირდება და ეროვნულ დონეზე დაინერგება.

კონფერენციის მონაწილეებმა ერთმანეთს გაუზიარეს გამოცდილება ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორებიცაა: ზოგადი და უმაღლესი განათლების სისტემაში ხელოვნური ინტელექტის დანერგვა, მასწავლებელთა და აკადემიური პერსონალის გადამზადება, შესაბამისი რესურსების შექმნა და ინფრასტრუქტურის უზრუნველყოფა.

საერთაშორისო კონფერენციის დასრულების შემდეგ, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე მონაწილეობას მიიღებს ხელოვნური ინტელექტის და კვალიფიკაციის აღიარების შესახებ სამუშაო ჯგუფის შეხვედრაში.

ზვიად გაბისონია 2025 წლის 15 ივლისიდან ევროპის საბჭოს განათლების მმართველი კომიტეტის (CDEDU) ხელოვნური ინტელექტისა და კვალიფიკაციების აღიარების ექსპერტების სამუშაო ჯგუფის არჩეული წევრია.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვა.გივი მიქანაძემ უნივერსიტეტების რექტორებთან პროფესიული განათლების განვითარების საკითხები განიხილასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეხვედრა გამართა იმ უნივერსიტეტების რექტორებთან, რომლებიც პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს ახორციელებენ.გივი მიქანაძემ თელავში მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნით ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობაქალაქ თელავში, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა, რომელშიც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე