ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

გივი მიქანაძემ უზბეკეთის რესპუბლიკის სკოლამდელი და სასკოლო განათლების მინისტრთან თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები განიხილა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ უზბეკეთის რესპუბლიკის სკოლამდელი და სასკოლო განათლების მინისტრ ეზაზხონ კარიმოვასთან თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები განიხილა.

გივი მიქანაძემ ხაზი გაუსვა ქვეყნებს შორის არსებულ მრავალწლიან პარტნიორობას. როგორც მან აღნიშნა, საქართველოსა და უზბეკეთს შორის გამოცდილებისა და საუკეთესო პრაქტიკის ურთიერთგაზიარება მნიშვნელოვანია, რასაც უზბეკეთის რესპუბლიკასთან ორმხრივი შეთანხმების გაფორმება კიდევ უფრო შეუწყობს ხელს.

მხარეებმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს სკოლებში STEM საგნების სწავლების გაძლიერებასა და სწავლა-სწავლების პროცესში თანამედროვე ტექნოლოგიების ინტეგრირების მნიშვნელობაზე.

საუბარი შეეხო სამუშაო ჯგუფის შექმნას, რომელიც რეგულარულად იმუშავებს საქართველოსა და უზბეკეთის ერთობლივი ინიციატივების განხორციელების საკითხებზე.

შეხვედრის დასასრულს მხარეებმა თანამშრომლობის გაფართოების მზაობა გამოთქვეს და ამ მიზნით სამომავლო გეგმები დასახეს.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველი მოადგილე ლევან ღირსიაშვილი, უზბეკეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო,   სრულუფლებიანი ელჩი დავით კოტარია, სამინისტროს სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის უფროსი ნიკოლოზ ბესელია და უზბეკეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი ირაკლი კვანჭახაძე.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვა.გივი მიქანაძემ უნივერსიტეტების რექტორებთან პროფესიული განათლების განვითარების საკითხები განიხილასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეხვედრა გამართა იმ უნივერსიტეტების რექტორებთან, რომლებიც პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს ახორციელებენ.გივი მიქანაძემ თელავში მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნით ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობაქალაქ თელავში, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა, რომელშიც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე