ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

გივი მიქანაძე საქართველოში საფრანგეთის ელჩს ოლივიე კურტოს შეხვდა

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე საქართველოში საფრანგეთის ახლად დანიშნულ ელჩს, ოლივიე კურტოს შეხვდა.

მინისტრმა ელჩს ახალ თანამდებობაზე წარმატებები უსურვა და აღნიშნა, რომ საფრანგეთსა და საქართველოს მრავალწლიანი ნაყოფიერი პარტნიორობა აკავშირებთ. გივი მიქანაძის თქმით, ორი ქვეყნის ერთობლივი ძალისხმევით განათლების სფეროში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი ხორციელდება.

გივი მიქანაძემ საფრანგეთის ელჩს საქართველოში უმაღლესი განათლების ფუნდამენტური რეფორმის ძირითადი მიმართულებების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია, რომელიც პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ საჯაროდ წარუდგინა საზოგადოებას.

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა განათლების სამივე საფეხურზე თანამშრომლობის გაფართოების კუთხით გადასადგმელ ნაბიჯებზე იმსჯელეს, მათ შორის, ახალგაზრდებისთვის ინოვაციური პროექტების შეთავაზებაზე, ერთობლივი სამეცნიერო-კვლევითი პროექტების განხორციელებასა და საქართველოს სკოლებში ფრანგული ენის გაძლიერებაზე.

თავის მხრივ, საფრანგეთის ელჩმა ფრანგული ენისა და კულტურის პოპულარიზაციის კუთხით, საქართველოში მოქმედი ფრანგულ-ქართული უნივერსიტეტის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

შეხვედრის დასასრულს მხარეებმა სამომავლო პარტნიორობის გაღრმავების მზაობა გამოხატეს.

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვა.გივი მიქანაძემ უნივერსიტეტების რექტორებთან პროფესიული განათლების განვითარების საკითხები განიხილასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეხვედრა გამართა იმ უნივერსიტეტების რექტორებთან, რომლებიც პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს ახორციელებენ.გივი მიქანაძემ თელავში მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნით ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობაქალაქ თელავში, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა, რომელშიც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე