ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

გივი მიქანაძე სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა

სომხეთის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე პრემიერ-მინისტრს, ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა.

მთავრობის სახლში გამართულ შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ორ ქვეყანას შორის მრავალწლიან კეთილმეზობლურ ურთიერთობებს და ახალი მიმართულებებით პარტნიორობის გაღრმავების შესაძლებლობებს.

პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე ხაზი გაესვა ქვეყნებს შორის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მიმართულებით ნაყოფიერ თანამშრომლობას, ასევე, სამეცნიერო კავშირების გაფართოებას და ინოვაციური პროექტების განხორციელების მნიშვნელობას. განიხილეს ერთობლივი ბანაკებისა და გაცვლითი პროგრამების გაღრმავების პერსპექტივა, რაც ახალგაზრდებს შორის მეგობრობის განმტკიცებას შეუწყობს ხელს.

გივი მიქანაძემ ნიკოლ ფაშინიანს უმაღლესი განათლების რეფორმის ახალი კონცეფცია გააცნო, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საზოგადოებას რამდენიმე დღის წინ წარუდგინა.

შეხვედრის დასასრულს მხარეებმა თანამშრომლობის გაფართოებისა და კონკრეტული ინიციატივების განხორციელების სრული მზადყოფნა გამოთქვეს.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია და სამინისტროს საერთაშორისო თანამშრომლობისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის უფროსი ნიკოლოზ ბესელია.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვა.გივი მიქანაძემ უნივერსიტეტების რექტორებთან პროფესიული განათლების განვითარების საკითხები განიხილასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეხვედრა გამართა იმ უნივერსიტეტების რექტორებთან, რომლებიც პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს ახორციელებენ.გივი მიქანაძემ თელავში მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნით ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობაქალაქ თელავში, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა, რომელშიც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე