ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

გივი მიქანაძემ CERN-თან თანამშრომლობის გაფართოების საკითხები განიხილა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ,,ბირთვული კვლევების ევროპული ცენტრის“ (CERN) „CMS‘‘ პროექტის წარმომადგენელთან, პროფესორ ტიციანო კამპორეზისთან სამუშაო შეხვედრა გამართა. 

მინისტრმა CERN-ის წარმომადგენელს მრავალწლიანი მჭიდრო პარტნიორობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მეცნიერების, კვლევებისა და ტექნოლოგიების მოდერნიზაციისა და ინტერნაციონალიზაციის უზრუნველსაყოფად, საქართველო აქტიურად აგრძელებს თანამშრომლობას საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოებასთან.

შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების მიმართულებით,  ახალი ტექნოლოგიური შესაძლებლობების განვითარების  პერსპექტივებზე იმსჯელეს და განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს კვლევითი კომპონენტის გაძლიერების ხელშეწყობაზე.

თავის მხრივ, პროფესორმა ტიციანო კამპორეზიმ დადებითად შეაფასა CERN-ში ქართველი მეცნიერების მიღწევები და მინისტრს სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავების მზაობა დაუდასტურა.

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვა.გივი მიქანაძემ უნივერსიტეტების რექტორებთან პროფესიული განათლების განვითარების საკითხები განიხილასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეხვედრა გამართა იმ უნივერსიტეტების რექტორებთან, რომლებიც პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს ახორციელებენ.გივი მიქანაძემ თელავში მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნით ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობაქალაქ თელავში, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა, რომელშიც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე