ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

ლევან ღირსიაშვილმა პეკინის უცხო ენების უნივერსიტეტის წარმომადგენლებს უმასპინძლა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველმა მოადგილე ლევან ღირსიაშვილმა, პეკინის უცხო ენების უნივერსიტეტის ვიცე-პრეზიდენტთან, პროფესორ ჟაო განგთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.

შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა უმაღლესი განათლებისა და სამეცნიერო კვლევების მიმართულებით ორ ქვეყანას შორის სტრატეგიულ თანამშრომლობაზე, ერთობლივ საგანმანათლებლო ინიციატივებსა და სამომავლო გეგმებზე იმსჯელეს.

ლევან ღირსიაშვილმა ვიცე-პრეზიდენტს საქართველოს განათლების სისტემის სამივე საფეხურზე არსებული სიახლეების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია, განსაკუთრებული ყურადღება კი უმაღლესი განათლების ფუნდამენტურ რეფორმაზე გაამახვილა, რომელიც პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ საჯაროდ წარუდგინა საზოგადოებას.

შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო სტუდენტთა მობილობის პროცესის გამარტივების საკითხს და განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ქართული და ჩინური ენების სწავლების ორმხრივი ხელშეწყობის გაძლიერების მნიშვნელობაზე.

თავის მხრივ, ჟაო განგმა დადებითად შეაფასა საქართველოს განათლების სისტემაში მიმდინარე პროცესები და პარტნიორობის გაღრმავების მზაობა გამოთქვა.

შეხვედრას ესწრებოდნენ აზიური კვლევების სკოლის დეკანი სუ იინგი, აზიის კვლევების სკოლის ლექტორი იუან ბო და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს თანამშრომლები.

2025 წლის მაისში საქართველოსა და ჩინეთს შორის გაფორმდა შეთანხმება უმაღლესი განათლების ხარისხისა და სერტიფიკატების ორმხრივი აღიარების შესახებ. ამავე წელს პეკინის უცხო ენების უნივერსიტეტში ოფიციალურად დაიწყო ქართული ენისა და ქართველოლოგიის საბაკალავრო პროგრამის განხორციელება.

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვა.გივი მიქანაძემ უნივერსიტეტების რექტორებთან პროფესიული განათლების განვითარების საკითხები განიხილასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეხვედრა გამართა იმ უნივერსიტეტების რექტორებთან, რომლებიც პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს ახორციელებენ.გივი მიქანაძემ თელავში მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნით ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობაქალაქ თელავში, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა, რომელშიც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე