ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

ბაია კვიციანმა იუნესკოს გენერალური კონფერენციის ფარგლებში გამართულ მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანმა მონაწილეობა მიიღო იუნესკოს გენერალური კონფერენციის 43-ე სესიის ფარგლებში, სამარყანდიში გამართულ მინისტერიალის დიალოგში სახელწოდებით: „სწავლა დღეს  ლიდერობა ხვალ: უნარები ცვალებად სამყაროში“. 

ბაია კვიციანმა სიტყვით მიმართვისას სწრაფად ცვალებად სამყაროში უნარებზე დაფუძნებული განათლების მნიშვნელობაზე ისაუბრა. მისი თქმით, განათლება არ შემოიფარგლება მხოლოდ თეორიული ცოდნის გაღრმავებით, სწავლა-სწავლების პროცესში მნიშვნელოვანია პრაქტიკული კომპონენტის ინტეგრირება და გაძლიერება.

მინისტრის მოადგილემ მონაწილეებს საქართველოს განათლების სისტემის სამივე საფეხურზე არსებული სიახლეების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია, განსაკუთრებული ყურადღება კი უმაღლესი განათლების ფუნდამენტურ რეფორმაზე გაამახვილა, რომელიც პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ საჯაროდ წარუდგინა საზოგადოებას. როგორც მან აღნიშნა, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ერთიანი ეროვნული სტრატეგია ეფუძნება ხარისხს, თანასწორობასა და კეთილსინდისიერ მმართველობას, ხოლო მიმდინარე რეფორმები მიმართულია ინკლუზიური განათლების, პროფესიული განათლების განვითარებისა და შრომის ბაზართან მჭიდრო ინტეგრაციის მიმართულებით.

იუნესკოს გენერალური კონფერენციის 43-ე სესიის ფარგლებში გამართულ მინისტერიალზე მინისტრის მოადგილემ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა სამინისტროს მხრიდან ეთნიკური უმცირესობების მხარდაჭერის კუთხით გადადგმულ ნაბიჯებზე. როგორც მან აღნიშნა, საქართველო, როგორც ლისაბონის აღიარების კონვენციისა და უმაღლესი განათლების კვალიფიკაციების აღიარების მონაწილე ქვეყანა, ერთგულია გამჭვირვალე  სისტემის განვითარებისა, რაც ხელს უწყობს ხარისხიანი განათლების ხელმისაწვდომობასა და აკადემიურ მობილობას.

შეხვედრის დასასრულს ბაია კვიციანმა უნარებზე დაფუძნებული განათლების განვითარების პროცესში საერთაშორისო თანამშრომლობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. მისი თქმით, იუნესკოსთან პარტნიორობის გაძლიერება ხელს შეუწყობს განათლების სფეროში საერთო მიზნების მიღწევას და მდგრადი განვითარების მეოთხე მიზნის (SDG 4) შესრულების დაჩქარებას.

საქართველოს დელეგაციას, რომელიც იუნესკოს გენერალური კონფერენციის 43-ე სესიაში მონაწილეობს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი ხელმძღვანელობს.

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვა.გივი მიქანაძემ უნივერსიტეტების რექტორებთან პროფესიული განათლების განვითარების საკითხები განიხილასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეხვედრა გამართა იმ უნივერსიტეტების რექტორებთან, რომლებიც პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს ახორციელებენ.გივი მიქანაძემ თელავში მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნით ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობაქალაქ თელავში, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა, რომელშიც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე