ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

ზვიად გაბისონიამ „ჰორაიზონ ევროპის“ გამარჯვებული პროექტის „ახალი ევროპული ბაუჰაუსი ყველასთვის (NEB4All)“ პრეზენტაციაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით „ჰორაიზონ ევროპის“ გამარჯვებული  პროექტის „ახალი ევროპული ბაუჰაუსი ყველასთვის (NEB4All)“ პრეზენტაცია გაიმართა.

ღონისძიებაზე სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ, ზვიად გაბისონიამ. როგორც მან აღნიშნა,  პროექტი „ახალი ევროპული ბაუჰაუსი ყველასთვის“ წარმოადგენს მნიშვნელოვან პლატფორმას, რომელიც სხვადასხვა ქვეყნის მეცნიერებს, მკვლევრებს, არქიტექტორებს, ინოვატორებს და კულტურის სფეროს წარმომადგენლებს შორის თანამშრომლობისა და კავშირების გაძლიერებას უწყობს ხელს.

მინისტრის მოადგილის თქმით, მსგავსი პროექტები მეცნიერების, არქიტექტურისა და კულტურის მიმართულებით საქართველოს პოტენციალის წარმოჩენის საშუალებას იძლევა, რაც  საერთაშორისო ასპარეზზე პოზიციონირების თვალსაზრისით განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

ზვიად გაბისონიამ Horizon Europe-ის პროგრამაში საქართველოს ჩართულობაზე გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, პროგრამა ქართველ მეცნიერებს,  უნივერსიტეტებისა და სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებების წარმომადგენლებს ევროპელ კოლეგებთან გამოცდილების გაზიარების უნიკალურ შესაძლებლობას აძლევს.

დამსწრე საზოგადოების წინაშე ასევე სიტყვით გამოვიდა „ახალი ევროპული ბაუჰაუსის“ განყოფილების ხელმძღვანელი ელენა მონტანი. მან პროექტის მიზნებსა და განათლებისა და მეცნიერების სისტემაში იმ მექანიზმების დანერგვის მნიშვნელობაზე ისაუბრა, რომლებიც ხელს უწყობს ქვეყნებს შორის გამოცდილების გაზიარებას, საუკეთესო პრაქტიკის გაცნობასა და საერთაშორისო პარტნიორობის გაძლიერებას.

ღონისძიებაში  საქართველოსა და უცხოეთის სამეცნიერო სფეროს წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

 

 

 

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვა.გივი მიქანაძემ უნივერსიტეტების რექტორებთან პროფესიული განათლების განვითარების საკითხები განიხილასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეხვედრა გამართა იმ უნივერსიტეტების რექტორებთან, რომლებიც პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს ახორციელებენ.გივი მიქანაძემ თელავში მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნით ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობაქალაქ თელავში, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა, რომელშიც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე