ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

შეხვედრა ბიზნეს ასოციაციის წევრებთან

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრ გივი მიქანაძესთან და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ მარიამ ქვრივიშვილთან ერთად, განათლების რეფორმის კონცეფცია ბიზნეს ასოციაციის წევრებთან განიხილა. 

შეხვედრის მონაწილეებმა განათლების სისტემაში არსებულ გამოწვევებსა და რეფორმის კონცეფციით გათვალისწინებულ ამოცანებზე ისაუბრეს.

პრემიერ-მინისტრი და მინისტრები განათლების კონცეფციის შრომის ბაზრის მოთხოვნებთან შესაბამისობის კუთხით ბიზნესმენების მოსაზრებებს გაეცნენ და მათი მხრიდან დასმულ შეკითხვებს უპასუხეს.

ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა მთავრობის მეთაურს ბიზნესის მოსაზრებებით დაინტერესებისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ არის პროფესიები, რომლებზეც მოთხოვნა დიდია, თუმცა ვინაიდან ახალგაზრდები ამ პროფესიებს ნაკლებად ირჩევენ, ბიზნესი საკადრო დეფიციტის გამოწვევის წინაშე დგება, შესაბამისად, უმნიშვნელოვანესია, განათლების რეფორმა წარიმართოს ისე, რომ შრომის ბაზრის მოთხოვნებს პასუხობდეს.

პრემიერ-მინისტრისა და ბიზნეს ასოციაციის წარმომადგენლების შეხვედრაში მონაწილეობდნენ პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხი, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე შოთა ბერეკაშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვა.გივი მიქანაძემ უნივერსიტეტების რექტორებთან პროფესიული განათლების განვითარების საკითხები განიხილასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეხვედრა გამართა იმ უნივერსიტეტების რექტორებთან, რომლებიც პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს ახორციელებენ.გივი მიქანაძემ თელავში მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნით ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობაქალაქ თელავში, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა, რომელშიც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე