ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

გივი მიქანაძე ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის გორის სკოლა-გიმნაზიას ეწვია

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე,  ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის გორის სკოლა-გიმნაზიას ესტუმრა, სადაც გორისა და ატენის მიტროპოლიტმა ანდრიამ უმასპინძლა. 

გივი მიქანაძემ სკოლა-გიმნაზიის ინფრასტრუქტურა დაათვალიერა და მიმდინარე აქტივობებსა და სასწავლო პროგრამებს გაეცნო.

მინისტრმა საუბრისას განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ღირებულებითი განათლების პროგრამაზე, რომელიც განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის თანამშრომლობით შემუშავდა.

ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის გორის სკოლა-გიმნაზია საქართველოს საპატრიარქოს მიერ დაფუძნებული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაა, რომელიც მოსწავლეებს, ქრისტიანულ ღირებულებებზე დაფუძნებით, თანამედროვე სტანდარტების შესაბამის, ჯანსაღ სასწავლო გარემოში სთავაზობს ხარისხიანი, ზოგადი განათლების მიღებას.

სასწავლებელში მოსწავლეებთან შესაბამისი, მაღალკვალიფიციური, პედაგოგიური კოლექტივი მუშაობს. აღსაზრდელები ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ საგნებთან ერთად სწავლობენ: ძველ ქართულ ენას, საღვთო სჯულს, ქრისტიანული კულტურის ისტორიას, ქართულ ხალხურ სიმღერებს და საეკლესიო საგალობლებსა და ქართულ ცეკვებს. მოსწავლეებს ასევე შესაძლებლობა აქვთ, დაეუფლონ სხვადასხვა ხელობას. სასწავლებელში ფუნქციონირებს – ლიტერატურისა და თეატრის, სიმღერისა და გალობის, ხალხური საკრავებისა და ცეკვის წრეები, ასევე კომპიუტერული ტექნოლოგიებისა და საბუნებისმეტყველო კლუბები.

სასწავლებლის შენობა მოიცავს 33 საკლასო ოთახს, კომპიუტერულ და საბუნებისმეტყველო ლაბორატორიებს, კეთილმოწყობილ სპორტულ და სააქტო დარბაზებსა და სახელოსნოს.

მოსწავლეებს ასევე აქვთ საშუალება, ისარგებლონ ბიბლიოთეკით, რომელიც უზრუნველყოფილია მრავალფეროვანი წიგნადი ფონდით და პერიოდული გამოცემებით.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვა.გივი მიქანაძემ უნივერსიტეტების რექტორებთან პროფესიული განათლების განვითარების საკითხები განიხილასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეხვედრა გამართა იმ უნივერსიტეტების რექტორებთან, რომლებიც პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს ახორციელებენ.გივი მიქანაძემ თელავში მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნით ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობაქალაქ თელავში, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა, რომელშიც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე