ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „კულტურათაშორისი დიალოგები“ გაიმართა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში „კულტურათაშორისი დიალოგები“, რომელიც იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა. 

ზვიად გაბისონიამ  სიტყვით მიმართვისას  ხაზი  გაუსვა განათლების სისტემაში ინოვაციური ტექნოლოგიების, მათ შორის ხელოვნური ინტელექტის ინტეგრაციის მნიშვნელობას, რაც ხელს უწყობს  სწავლების პროცესის ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებას, ცოდნის შეფასების გაუმჯობესებასა და სწავლების ხარისხის ამაღლებას.

კონფერენციის  მონაწილეებმა   სამეცნიერო თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობებზე იმსჯელეს და  კულტურათაშორისი დიალოგის განვითარების მიმართულებები და განათლების თანამედროვე ტენდენციები განიხილეს.

საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს სხვადასხვა ქვეყნის პროფესორებმა, მკვლევრებმა, სტუდენტებმა და განათლების სფეროს წარმომადგენლებმა.

 

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვა.გივი მიქანაძემ უნივერსიტეტების რექტორებთან პროფესიული განათლების განვითარების საკითხები განიხილასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეხვედრა გამართა იმ უნივერსიტეტების რექტორებთან, რომლებიც პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს ახორციელებენ.გივი მიქანაძემ თელავში მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნით ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობაქალაქ თელავში, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა, რომელშიც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე