ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

ბაია კვიციანმა „სახელმწიფო ენის სწავლებისა და ინტეგრაციის პროგრამის“ მონაწილეებს სერტიფიკატები გადასცა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანმა, იუსტიციის მინისტრის მოადგილე მერაბ ტურავასთან ერთად, №5 ქალთა სპეციალურ დაწესებულებაში „სახელმწიფო ენის სწავლებისა და ინტეგრაციის პროგრამის“ მონაწილეებს სერტიფიკატები გადასცა.

პროგრამა ხორციელდება მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრისა და ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის თანამშრომლობით. მისი მიზანია პენიტენციურ დაწესებულებებში მყოფი უცხო ქვეყნის მოქალაქეების და ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებისთვის ქართული ენის შესწავლის შესაძლებლობის უზრუნველყოფა საწყის-საკომუნიკაციო დონეზე.

პროექტის პირველ ეტაპზე, მსჯავრდებულთა საჭიროებების გათვალისწინებით, პროგრამა განხორციელდა №2, №5 და №15 პენიტენციურ დაწესებულებებში, სადაც სწავლების პროცესში სულ 98 მსჯავრდებული ჩაერთო.

პროგრამა მსჯავრდებულებს აძლევს შესაძლებლობას, დაეუფლონ ქართულ ენას ან განიმტკიცონ არსებული ცოდნა, დაძლიონ ენობრივი ბარიერები და სრულფასოვნად ჩაერთონ პროფესიული მომზადებისა და გადამზადების, დასაქმებისა და სხვა რეაბილიტაციურ ღონისძიებებში. აღნიშნული პროცესი მნიშვნელოვნად უწყობს ხელს მსჯავრდებულთა რეაბილიტაცია-რესოციალიზაციას და გათავისუფლების შემდგომ მათ საზოგადოებაში წარმატებულ რეინტეგრაციას.

ღონისძიებაში ასევე მონაწილეობდნენ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის დირექტორი დავით გიორგაძე და მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრის დირექტორი თამთა დემურიშვილი.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვა.გივი მიქანაძემ უნივერსიტეტების რექტორებთან პროფესიული განათლების განვითარების საკითხები განიხილასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეხვედრა გამართა იმ უნივერსიტეტების რექტორებთან, რომლებიც პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს ახორციელებენ.გივი მიქანაძემ თელავში მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნით ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობაქალაქ თელავში, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა, რომელშიც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე