ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

გივი მიქანაძე მეცნიერების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე მეცნიერების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო.  

მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში გამართულ ღონისძიებაზე  გივი მიქანაძემ, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტ როინ მეტრეველთან ერთად, 40-ზე მეტ მეცნიერს გამოჩენილ მეცნიერთა სახელობითი აკადემიური პრემიები გადასცა.

მინისტრმა  საერთაშორისო მეცნიერების დღის მნიშვნელობაზე ისაუბრა და საქართველოში მეცნიერების განვითარების პროცესში აკადემიის როლზე გაამახვილა ყურადღება.

როგორც  გივი მიქანაძემ აღნიშნა, მეცნიერება სახელმწიფოს პროგრესის საძირკველს წარმოადგენს და სამინისტრო მეცნიერთა მხარდაჭერას, ინოვაციების განვითარების ხელშეწყობას, კვლევითი პროექტებისა და ახალგაზრდების სამეცნიერო საქმიანობის წახალისებას კვლავ აქტიურად გააგრძელებს.

მეცნიერების საერთაშორისო დღეს აკადემიაში მეცნიერების მუზეუმი გაიხსნა. ღონისძიებას საქართველოს აღმასრულებელი, საკანონმდებლო და ადგილობრივი ხელისუფლების, საპატრიარქოსა და სამეცნიერო საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვა.გივი მიქანაძემ უნივერსიტეტების რექტორებთან პროფესიული განათლების განვითარების საკითხები განიხილასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეხვედრა გამართა იმ უნივერსიტეტების რექტორებთან, რომლებიც პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს ახორციელებენ.გივი მიქანაძემ თელავში მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნით ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობაქალაქ თელავში, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა, რომელშიც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე