ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

გივი მიქანაძემ დედაქალაქის მთავრობის წარმომადგენლებთან სასკოლო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიზნით განსახორციელებელი პროექტები განიხილა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ, თბილისის ვიცე-მერ გიორგი ტყემალაძესთან, საკრებულოს თავმჯდომარე ზურაბ აბაშიძესთან, საქართველოს პარლამენტის წევრებთან, მაჟორიტარ-დეპუტატებთან და რაიონების გამგებლებთან ერთად, დედაქალაქის სკოლების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიზნით განსახორციელებელი პროექტები და სამომავლო გეგმები განიხილა. 

გივი მიქანაძის თქმით, სკოლების მშენებლობა/რეაბილიტაციის პოლიტიკის დაგეგმვის პროცესში უმნიშვნელოვანესია ადგილობრივი ხელისუფლების აქტიური ჩართულობა, რაც მოსახლეობის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინების შესაძლებლობას იძლევა. ამ მიზნით, საქართველოს მასშტაბით ყველა რეგიონის წარმომადგენლებთან რეგულარულად იმართება სამუშაო შეხვედრები.

მხარეებმა, არსებული გამოწვევების გათვალისწინებით, იმ სკოლების ჩამონათვალზე იმსჯელეს, რომლებიც რეაბილიტაციას ან სამშენებლო სამუშაოების ჩატარებას პირველ რიგში საჭიროებს.

შეხვედრების ფარგლებში მიღებული უკუკავშირებისა და გამოკვეთილი საჭიროებების საფუძველზე განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურული განვითარების გეგმას ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარუდგენს. 

თბილისის სკოლებთან დაკავშირებით გამართულ შეხვედრას საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველი მოადგილე ლევან ღირსიაშვილი და სამინისტროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვა.გივი მიქანაძემ უნივერსიტეტების რექტორებთან პროფესიული განათლების განვითარების საკითხები განიხილასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეხვედრა გამართა იმ უნივერსიტეტების რექტორებთან, რომლებიც პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს ახორციელებენ.გივი მიქანაძემ თელავში მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნით ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობაქალაქ თელავში, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა, რომელშიც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე