ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

გივი მიქანაძემ აზერბაიჯანის რესპუბლიკის მეცნიერებისა და განათლების მინისტრს უმასპინძლა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ აზერბაიჯანის რესპუბლიკის დელეგაციას უმასპინძლა, რომელსაც მეცნიერებისა და განათლების მინისტრი ემინ ამრულაევი ხელმძღვანელობდა. 

მხარეებმა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სფეროებში საქართველო-აზერბაიჯანის თანამშრომლობის გაღრმავების გზებზე და ერთობლივი პროექტების განხორციელების საკითხებზე იმსჯელეს.

გივი მიქანაძემ აზერბაიჯანელ კოლეგას საქართველოს განათლების სისტემაში მიმდინარე სიახლეები გააცნო და საუბრისას განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა უმაღლესი განათლებისა და ზოგადი განათლების საფეხურებზე დაგეგმილი რეფორმების შესახებ.

შეხვედრის ფარგლებში საუბარი შეეხო ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს როგორებიცაა: ქართულ და აზერბაიჯანულენოვან სკოლებში სახელმძღვანელოების დროული მიწოდების უზრუნველყოფა; ეთნიკური უმცირესობების საგანმანათლებლო ინტეგრაციის მხარდაჭერის გაძლიერება; უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის პარტნიორობის გაღრმავება და ADA-ს უნივერსიტეტთან უკვე არსებული წარმატებული თანამშრომლობის გაფართოება.

ემინ ამურლაევმა მადლობა გადაუხადა მინისტრს მრავალწლიანი ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის და ერთობლივი საგანმანათლებლო, სამეცნიერო და ახალგაზრდული პროექტების განხორციელების  სრული მზადყოფნა გამოთქვა.

შეხვედრაში მონაწილეობდნენ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის  მინისტრის პირველი  მოადგილე ლევან ღირსიაშვილი,  მოადგილეები - ბაია კვიციანი, თამარ მახარაშვილი   და საერთაშორისო თანამშრომლობისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის უფროსი ნიკოლოზ ბესელია,  აზერბაიჯანის რესპუბლიკის მეცნიერებისა და განათლების მინისტრის მოადგილე  ჰასან ჰასანლი,  აზერბაიჯანის რესპუბლიკის მეცნიერებისა და განათლების სამინისტროს საერთაშორისო თანამშრომლობის დეპარტამენტის უფროსი  ფეიზულაევამი, განათლების ინსტიტუტის დირექტორი   ელნურ ალიევი და  საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის საელჩოს  წარმომადგენლები.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვა.გივი მიქანაძემ უნივერსიტეტების რექტორებთან პროფესიული განათლების განვითარების საკითხები განიხილასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეხვედრა გამართა იმ უნივერსიტეტების რექტორებთან, რომლებიც პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს ახორციელებენ.გივი მიქანაძემ თელავში მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნით ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობაქალაქ თელავში, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა, რომელშიც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე