ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

გივი მიქანაძე აზერბაიჯანის რესპუბლიკის მეცნიერებისა და განათლების მინისტრ ემინ ამრულაევთან ერთად თბილისის 53-ე საჯარო სკოლას ესტუმრა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი  გივი მიქანაძე საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ აზერბაიჯანის რესპუბლიკის მეცნიერებისა და განათლების მინისტრ ემინ ამრულაევთან და მის თანმხლებ დელეგაციასთან ერთად, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის 53-ე საჯარო სკოლას ესტუმრა. 

მინისტრებმა დაათვალიერეს  განახლებული სასწავლო გარემო და ადგილზე გაეცნენ იმ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს, რომლებიც სკოლაში ბოლო პერიოდში განხორციელდა.

სკოლაში სტუმრობისას მხარეებმა ორ ქვეყანას შორის   ზოგადი განათლების სისტემის განვითარებასა და თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობებზე ისაუბრეს.

აღნიშნულ სკოლაში, ორი ქვეყნის განათლების სამინისტროების თანამშრომლობით, დაგეგმილია თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი STEAM ცენტრის გახსნა, რაც მოსწავლეებს ინოვაციური საგანმანათლებლო რესურსებით უზრუნველყოფს.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვა.გივი მიქანაძემ უნივერსიტეტების რექტორებთან პროფესიული განათლების განვითარების საკითხები განიხილასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეხვედრა გამართა იმ უნივერსიტეტების რექტორებთან, რომლებიც პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს ახორციელებენ.გივი მიქანაძემ თელავში მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნით ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობაქალაქ თელავში, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა, რომელშიც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე