ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

კომაროვის სკოლის მოსწავლეების მიერ უსინათლოებისთვის შექმნილი ინოვაციური მოწყობილობის პრეზენტაცია გაიმართა

ვლადიმერ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის 199-ე საჯარო სკოლის ინჟინერიის წრის მოსწავლეებმა თბილისის N202 უსინათლო და მცირემხედველ მოსწავლეთა საჯარო სკოლაში ინოვაციური მოწყობილობის პრეზენტაცია გამართეს.

კომაროვის მოსწავლეებმა უსინათლოებისთვის შექმნილი დამხმარე მაგიდა-ორგანაიზერი „ლუსი“ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილეს, თამარ მახარაშვილს და სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლებს გააცნეს.

პრეზენტაციაზე თამარ მახარაშვილმა სწავლა-სწავლების პროცესში ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვისა და ინკლუზიური გარემოს განვითარების მნიშვნელობაზე ისაუბრა. მისი თქმით, აღნიშნული პროექტი კიდევ ერთი წარმატებული მაგალითია იმისა, თუ როგორ შეუძლიათ ახალგაზრდებს ტექნოლოგიების გამოყენებით რეალური სოციალური გამოწვევების გადაჭრა.

„ლუსი“ უსინათლოებს საზოგადოებრივ სასადილოებში დამოუკიდებლად კვებისთვის საჭირო ისეთი აქსესუარების მოხმარებას უმარტივებს, როგორიცაა: თეფში, დანა-ჩანგალი და სხვა. მაგიდა-ორგანაიზერი აღჭურვილია როგორც ხმოვანი სისტემით, ისე ბრაილის შრიფტით. მომხმარებელს შეუძლია, დაასახელოს მისთვის საჭირო ნივთი, შემდეგ მოწყობილობა ავტომატურად შემობრუნდება და საგანი მაგიდა-ორგანაიზერის ღიობში აღმოჩნდება, საიდანაც მისი აღება იქნება შესაძლებელი. „ლუსის“ გამოყენება უსინათლო ადამიანებს ბრაილის შრიფტის დახმარებით შეუძლიათ.

ახალგაზრდების მიერ შექმნილი ინოვაციური პროექტი შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მოსწავლე გამომგონებელთა და მკვლევართა კონკურსის „ლეონარდო და ვინჩი“ 2025 წლის ფინალისტებს შორისაა.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვა.გივი მიქანაძემ უნივერსიტეტების რექტორებთან პროფესიული განათლების განვითარების საკითხები განიხილასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეხვედრა გამართა იმ უნივერსიტეტების რექტორებთან, რომლებიც პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს ახორციელებენ.გივი მიქანაძემ თელავში მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნით ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობაქალაქ თელავში, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა, რომელშიც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე