ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე კერძო უნივერსიტეტების რექტორებს შეხვდა

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ საქართველოში არსებული კერძო უნივერსიტეტების რექტორებთან, საზღვარგარეთ ფილიალების დაფუძნების საკითხთან დაკავშირებით, სამუშაო შეხვედრა გამართა.

შეხვედრაზე მხარეებმა უმაღლესი განათლების სისტემის ინტერნაციონალიზაციის  კუთხით სამინისტროს მიერ გადადგმული ნაბიჯები განიხილეს და სამომავლო გეგმებზე იმსჯელეს. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საზღვარგარეთ კერძო უნივერსიტეტების ფილიალების დაფუძნების საკითხზე და ამ მიმართულებით შესაძლო მოდელებსა და საჭირო საკანონმდებლო ცვლილებებზე.

შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა კონსტრუქციული თანამშრომლობის მზაობა დაადასტურეს.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვა.გივი მიქანაძემ უნივერსიტეტების რექტორებთან პროფესიული განათლების განვითარების საკითხები განიხილასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეხვედრა გამართა იმ უნივერსიტეტების რექტორებთან, რომლებიც პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს ახორციელებენ.გივი მიქანაძემ თელავში მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნით ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობაქალაქ თელავში, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა, რომელშიც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე