ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

ბაია კვიციანმა საქართველოში საფრანგეთის ელჩს ოლივიე კურტოს უმასპინძლა

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანმა საქართველოში საფრანგეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, ოლივიე კურტოსთან სამუშაო შეხვედრა გამართა, სადაც მხარეებმა მიმდინარე ერთობლივი საგანმანათლებლო პროექტები, თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები და სამომავლო გეგმები განიხილეს.

მინისტრის მოადგილემ მადლობა გადაუხადა საფრანგეთის ელჩს საქართველოს განათლების სისტემის მხარდაჭერისთვის და აღნიშნა, რომ ბოლო წლებში ერთობლივი ძალისხმევით არაერთი მნიშვნელოვანი და მასშტაბური, მათ შორის, ქართული-ფრანგული უნივერსიტეტის პროექტი ხორციელდება.

ბაია კვიციანის თქმით, ქართული-ფრანგული უნივერსიტეტი ფრანგული ენისა და კულტურის პოპულარიზაციის კუთხით მნიშვნელოვან როლს ასრულებს და საქართველოს უმაღლესი განათლების ინტერნაციონალიზაციის პოლიტიკის განხორციელების მიმართულებით, ერთ-ერთ მნიშვნელოვან ინსტრუმენტს წარმოადგენს.

შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა საქართველოს უმაღლესი განათლების რეფორმის ძირითადი მიმართულებების გათვალისწინებით აღნიშნული პროექტის გაფართოების შესაძლებლობები განიხილეს და მასში პროფესიული განათლების კომპონენტის ინტეგრირების თვალსაზრისით გადასადგმელ ნაბიჯებზე იმსჯელეს.

თავის მხრივ, საფრანგეთის ელჩმა მინისტრის მოადგილეს ერთობლივი ინიციატივების განხორციელების მზაობა დაუდასტურა.

 

 

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვა.გივი მიქანაძემ უნივერსიტეტების რექტორებთან პროფესიული განათლების განვითარების საკითხები განიხილასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეხვედრა გამართა იმ უნივერსიტეტების რექტორებთან, რომლებიც პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს ახორციელებენ.გივი მიქანაძემ თელავში მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნით ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობაქალაქ თელავში, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა, რომელშიც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე