ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე რეგიონების უნივერსიტეტების რექტორებს შეხვდა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ საქართველოს ყველა რეგიონის სახელმწიფო უნივერსიტეტების რექტორებთან შეხვედრა ინდივიდუალურ ფორმატში გამართა და მთავრობის მიერ უმაღლესი განათლების რეფორმის ფარგლებში დამტკიცებული კონცეფცია განიხილა.

მინისტრის მოადგილემ შეხვედრების მონაწილეებისგან მოსაზრებები და რეკომენდაციები მოისმინა. როგორც ზვიად გაბისონიამ აღნიშნა, სამინისტროს მხრიდან ყველაფერი გაკეთდება იმისათვის, რომ ქვეყანაში გაუმჯობესდეს უმაღლესი განათლების ხარისხი და შეიქმნას სისტემა, რომლის პირობებშიც, ახალგაზრდები ევროპული ხარისხის უმაღლესი განათლების მიღებას საქართველოში შეძლებენ.

თითოეულ რექტორთან ზვიად გაბისონიამ ვრცლად ისაუბრა ისეთ მნიშვნელოვან თემებზე, როგორებიცაა: „ერთი ქალაქი – ერთი ფაკულტეტის“ პრინციპი, სტუდენტთა კვოტირება, აკადემიური პროგრამა,  პროფესორ-მასწავლებელთა სამეცნიერო პოტენციალის გაძლიერება და სხვა.

რეფორმის დანერგვის პროცესში, როგორც სამინისტროში, ასევე რეგიონების უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში შეხვედრები უწყვეტ რეჟიმში გაგრძელდება.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვა.გივი მიქანაძემ უნივერსიტეტების რექტორებთან პროფესიული განათლების განვითარების საკითხები განიხილასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეხვედრა გამართა იმ უნივერსიტეტების რექტორებთან, რომლებიც პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს ახორციელებენ.გივი მიქანაძემ თელავში მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნით ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობაქალაქ თელავში, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა, რომელშიც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე