ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

ზვიად გაბისონიამ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტების რექტორებთან ინდივიდუალური შეხვედრები გამართა

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ თბილისში არსებული სახელმწიფო უნივერსიტეტების რექტორსა და წარმომადგენლებთან ინდივიდუალური სამუშაო შეხვედრები გამართა და მათთან ერთად უმაღლესი განათლების ფუნდამენტური რეფორმის ძირითადი მიმართულებები განიხილა.

შეხვედრის ფარგლებში მინისტრის მოადგილემ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ხელმძღვანელებთან მესამე მოსმენით მიღებული უმაღლესი განათლების შესახებ კანონის აღსრულებისა და მისი სწორად წარმართვის თაობაზე ისაუბრა. ამ მიმართულებით სახელმწიფო უნივერსიტეტებში სამუშაო პროცესი უკვე მიმდინარეობს.

საუბარი შეეხო მთავრობის მიერ უმაღლესი განათლების რეფორმის ფარგლებში დამტკიცებულ კონცეფციას. მათ შორის, ახალი მიდგომის „ერთი ქალაქი – ერთი ფაკულტეტი“ გათვალისწინებით, სპეციალიზაციების განსაზღვრას, სტუდენტთა კვოტირებას, აკადემიური პერსონალის, სამეცნიერო პოტენციალის გაძლიერებასა და ყველა იმ საკითხს, რომელიც უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის უმნიშვნელოვანესია.

მხარეებმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს ინტერნაციონალიზაციის კომპონენტზე და ამ კუთხით, უცხოეთში სტუდენტთა გაცვლით პროგრამებსა და ერთობლივ სამეცნიერო კვლევებზე. საუბარი შეეხო საზღვარგარეთ კერძო უნივერსიტეტების ფილიალების დაფუძნებას და ამ კუთხით შესაძლო საკანონმდებლო ცვლილებებს.

შეხვედრები კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. კანონის იმპლემენტაციის პროცესში სახელმწიფო უნივერსიტეტებთან ინდივიდუალური შეხვედრები გაგრძელდება.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვა.გივი მიქანაძემ უნივერსიტეტების რექტორებთან პროფესიული განათლების განვითარების საკითხები განიხილასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეხვედრა გამართა იმ უნივერსიტეტების რექტორებთან, რომლებიც პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს ახორციელებენ.გივი მიქანაძემ თელავში მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნით ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობაქალაქ თელავში, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა, რომელშიც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე