ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

ზვიად გაბისონია ხელოვნური ინტელექტისა და განათლების ექსპერტთა კომიტეტის წევრად აირჩიეს

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია ევროპის საბჭოს განათლების მმართველი კომიტეტის ბიურომ ხელოვნური ინტელექტისა და განათლების ექსპერტთა კომიტეტის (EDU-IA) წევრად  აირჩია.

ექსპერტთა კომიტეტი, წევრი სახელმწიფოების თხუთმეტი წარმომადგენლისგან შედგება. კომიტეტის წევრები არიან მაღალი რანგისა და კვალიფიკაციის მქონე პირები, რომელთა გამოცდილებაც უკავშირდება განათლებაში ციფრულ ტრანსფორმაციას, განათლების სისტემაში ციფრული ტექნოლოგიების და ხელოვნური ინტელექტის ინტეგრაციას, საგანმანათლებლო ტექნოლოგიებსა და ინოვაციურ მიდგომებს.

კომიტეტის შემადგენლობაში შედიან შემდეგი ქვეყნების წარმომადგენლები: ხორვატია, ესტონეთი, საფრანგეთი, საქართველო, გერმანია, საბერძნეთი, უნგრეთი, ირლანდია, იტალია, ლიტვა, ლუქსემბურგი, მალტა, რუმინეთი, თურქეთი, უკრაინა.  კომიტეტის შეხვედრაში მათ  მონაწილეობას   ევროპის საბჭო დააფინანსებს.

 

ხელოვნური ინტელექტისა და განათლების კომიტეტის პირველი სხდომა 2026 წლის 14-15 იანვარს  გაიმართება.

ზვიად გაბისონია, ამავდროულად, არის ევროპის საბჭოს განათლების მმართველი კომიტეტის (CDEDU) ხელოვნური ინტელექტისა და კვალიფიკაციების აღიარების ექსპერტთა ჯგუფის წევრი.

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვა.გივი მიქანაძემ უნივერსიტეტების რექტორებთან პროფესიული განათლების განვითარების საკითხები განიხილასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეხვედრა გამართა იმ უნივერსიტეტების რექტორებთან, რომლებიც პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს ახორციელებენ.გივი მიქანაძემ თელავში მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნით ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობაქალაქ თელავში, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა, რომელშიც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე