ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

ბაია კვიციანი დაბა ასპინძის საჯარო სკოლაში პროფესიული განათლების სახელოსნოებისა და ლაბორატორიების მოწყობის პროცესს გაეცნო

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანი დაბა ასპინძის საჯარო სკოლაში ახალაშენებული და რეაბილიტირებული პროფესიული განათლების სახელოსნოებისა და ლაბორატორიების მოწყობის პროცესს გაეცნო. 

როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, სასწავლებლების უახლესი ინვენტარითა და ტექნიკით აღჭურვა და ახალგაზრდებისთვის თანამედროვე საგანმანათლებლო გარემოს შექმნა სამინისტროს პრიორიტეტია. მისი თქმით, ამ მიზნით აქტიურად გრძელდება მუშაობა, განსაკუთრებული აქცენტი კი კეთდება რეგიონებში არსებული საგანმანათლებლო დაწესებულებების განვითარებაზე.

პროფესიული განათლების სახელოსნოებისა და ლაბორატორიების მშენებლობა-მოწყობა აზიის განვითარების ბანკის (ADB) „თანამედროვე უნარები უკეთესი დასაქმებისთვის“ პროგრამის ფარგლებში დაფინანსდა. მის მიზანს წარმოადგენს  სკოლებში განახლებული ინფრასტრუქტურით აღჭურვილი ინოვაციური გარემოს შექმნა, რაც ნებისმიერ მსურველს  შესაძლებლობას მისცემს  მიიღოს  თეორიასა და პრაქტიკაზე დაფუძნებული პროფესიული განათლება.  

პროგრამის „თანამედროვე უნარები უკეთესი დასაქმებისთვის“ ფარგლებში,  ქვეყნის მასშტაბით 20 საჯარო სკოლაში  პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურისა  და სახელოსნო-ლაბორატორიების მოწყობა იგეგმება, რაც რეგიონებში პროფესიული განათლების ხელმისაწვდომობას შეუწყობს  ხელს.

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვა.გივი მიქანაძემ უნივერსიტეტების რექტორებთან პროფესიული განათლების განვითარების საკითხები განიხილასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეხვედრა გამართა იმ უნივერსიტეტების რექტორებთან, რომლებიც პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს ახორციელებენ.გივი მიქანაძემ თელავში მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნით ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობაქალაქ თელავში, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა, რომელშიც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე