ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

გივი მიქანაძე კახეთის რეგიონის პედაგოგებსა და სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ კახეთის რეგიონის მასწავლებლებსა და სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა.
 
მინისტრმა შეხვედრის მონაწილეებთან ერთად ზოგადი განათლების სისტემის რეფორმის ეროვნული კონცეფციის ძირითადი მიმართულებები განიხილა და გადაწყვეტილებების მიღების პროცესში თითოეული მათგანის ჩართულობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
 
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა და სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლებმა მათთვის აქტუალურ საკითხებთან დაკავშირებით მინისტრისგან მიიღეს დეტალური ინფორმაცია.
 
ზოგადი   განათლების სისტემის რეფორმის პროცესში სასკოლო საზოგადოების ჩართულობის ზრდის მიზნით, მინისტრის შეხვედრები მასწავლებლებთან, მშობლებთან, სკოლების დირექტორებთან და რესურსცენტრების წარმომადგენლებთან აქტიურად გაგრძელდება. 
 
შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს პარლამენტის წევრმა ირაკლი ქადაგიშვილმა და სახელმწიფო რწმუნებულმა კახეთის მხარეში გიორგი ალადაშვილმა.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვა.გივი მიქანაძემ უნივერსიტეტების რექტორებთან პროფესიული განათლების განვითარების საკითხები განიხილასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეხვედრა გამართა იმ უნივერსიტეტების რექტორებთან, რომლებიც პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს ახორციელებენ.გივი მიქანაძემ თელავში მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნით ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობაქალაქ თელავში, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა, რომელშიც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე