ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

გივი მიქანაძე შიდა ქართლის რეგიონის პედაგოგებსა და სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ქალაქ გორში შიდა ქართლის რეგიონის მასწავლებლებთან და სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა. 

შეხვედრის მთავარ თემას ზოგადი განათლების სისტემის რეფორმის ეროვნული კონცეფციისა და ამ მიმართულებით  არსებული გამოწვევების განხილვა  წარმოადგენდა.

სამუშაო შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა, სადაც პედაგოგებს საშუალება ჰქონდათ მათთვის საინტერესო საკითხებზე მიეღოთ ამომწურავი პასუხები, ასევე ახალი რეფორმის  კონცეფციასთან დაკავშირებით დაეფიქსირებინათ თავიანთი მოსაზრებები.

შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველი მოადგილე ლევან ღირსიაშვილი,  შიდა აუდიტის დეპარტამენტის უფროსი გიორგი ურუშაძე,  პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი სოსიაშვილი, სახელმწიფო რწმუნებული შიდა ქართლის მხარეში სიმონ გულედანი და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები.

მსგავსი ფორმატის შეხვედრები მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს და მის მიზანს წარმოადგენს განათლების სისტემის განვითარების პროცესში სასკოლო საზოგადოების აქტიური ჩართულობის უზრუნველყოფა.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვა.გივი მიქანაძემ უნივერსიტეტების რექტორებთან პროფესიული განათლების განვითარების საკითხები განიხილასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეხვედრა გამართა იმ უნივერსიტეტების რექტორებთან, რომლებიც პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს ახორციელებენ.გივი მიქანაძემ თელავში მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნით ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობაქალაქ თელავში, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა, რომელშიც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე