ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

გივი მიქანაძემ თბილისის სკოლების მასწავლებლებს ზოგადი განათლების სისტემის რეფორმის ძირითადი მიმართულებები გააცნო

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ თბილისის სკოლების მასწავლებლებთან, მშობლებთან და სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა, სადაც მათ ზოგადი განათლების სისტემის რეფორმის ძირითადი მიმართულებები გააცნო.

გივი მიქანაძემ, ზოგადი განათლების სისტემის რეფორმის ფარგლებში, სიახლეებზე ისაუბრა და არსებული გამოწვევების დაძლევის გზები განიხილა.

თავის მხრივ, შეხვედრის მონაწილეებმა მათთვის საინტერესო საკითხებზე შეკითხვები დასვეს და მინისტრს საკუთარი პოზიციები და მოსაზრებები გაუზიარეს.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილეები თამარ მახარაშვილი და ზვიად გაბისონია, პარლამენტის წევრი ირმა ზავრადაშვილი და თსუ-ს რექტორი ჯაბა სამუშია.

მასწავლებლებთან, მშობლებთან, სკოლების დირექტორებთან და რესურსცენტრების თანამშრომლებთან მსგავსი შეხვედრები ქვეყნის მასშტაბით ყველა რეგიონში გაიმართა. აღნიშნულის მიზანს რეფორმის კონცეფციის განხილვის პროცესში სასკოლო საზოგადოების ჩართულობის უზრუნველყოფა წარმოადგენდა.

ზოგადი განათლების სისტემის რეფორმის ეროვნული კონცეფციის დოკუმენტი უახლოეს მომავალში დასამტკიცებლად საქართველოს მთავრობას წარედგინება.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვა.გივი მიქანაძემ უნივერსიტეტების რექტორებთან პროფესიული განათლების განვითარების საკითხები განიხილასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეხვედრა გამართა იმ უნივერსიტეტების რექტორებთან, რომლებიც პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს ახორციელებენ.გივი მიქანაძემ თელავში მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნით ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობაქალაქ თელავში, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა, რომელშიც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე