ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის 85 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებების განსახორციელებლად შექმნილი კომისიის მორიგი სხდომა გაიმართა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის გივი მიქანაძის ხელმძღვანელობით მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის 85 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებების განსახორციელებლად შექმნილი კომისიის მორიგი სხდომა გაიმართა.

სხდომაში მონაწილეობდნენ საქართველოს კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე და კომისიის თანათავმჯდომარე, მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტი როინ მეტრეველი. 

შეხვედრის მონაწილეებმა ფართომასშტაბიანი ღონისძიებების განხორციელების მიზნით, დეტალური სამოქმედო გეგმა განიხილეს და შესაბამის აქტივობებზე პასუხისმგებელი სახელმწიფო  უწყებები განსაზღვრეს. 

საიუბილეო ღონისძიებების კონცეფცია ეფუძნება მეცნიერების როლის წარმოჩენას ქვეყნის ისტორიულ და საზოგადოებრივ განვითარებაში, გამორჩეული მეცნიერების ღვაწლის დაფასებას, ახალგაზრდა მეცნიერების მოტივაციის ზრდას, ასევე საერთაშორისო სამეცნიერო თანამშრომლობისა და პარტნიორობის გაძლიერებას.

სხდომას ესწრებოდნენ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია და სხვადასხვა სახელმწიფო უწყების, სამეცნიერო-კვლევითი და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების  წარმომადგენლები.

მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის 85 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებების განხორციელების მიზნით, უწყებათაშორისი კომისია საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის ინიციატივით შეიქმნა.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვა.გივი მიქანაძემ უნივერსიტეტების რექტორებთან პროფესიული განათლების განვითარების საკითხები განიხილასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეხვედრა გამართა იმ უნივერსიტეტების რექტორებთან, რომლებიც პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს ახორციელებენ.გივი მიქანაძემ თელავში მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნით ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობაქალაქ თელავში, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა, რომელშიც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე