ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

ბაია კვიციანი საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საელჩოსა და KfW-ის წარმომადგენლებს შეხვდა

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანი საქართველოში    გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საელჩოსა და გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KfW) წარმომადგენლებს შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს პროექტი „პროფესიული განათლების პროგრამა 1“-ის მიმდინარეობა,  რომელიც გერმანიის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება და თბილისში მშენებლობისა და ლოგისტიკის მიმართულებით ექსელენს ცენტრის განვითარებას ითვალისწინებს.

მინისტრის მოადგილემ  გერმანულ მხარეს  საქართველოს განათლების სისტემაში მიმდინარე სიახლეები გააცნო და საუბრისას განსაკუთრებული ყურადღება პროფესიული განათლების განვითარების პრიორიტეტულ მიმართულებებზე  გაამახვილა.  

ბაია კვიციანმა გერმანულ მხარეს მადლობა გადაუხადა საქართველოში პროფესიული განათლების განვითარების მხარდაჭერისთვის.

თავის მხრივ, გერმანულმა მხარემ დადებითად შეაფასა პროექტის მიმდინარეობა და  სამომავლო თანამშრომლობისთვის მზადყოფნა გამოთქვა.

სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს,    KfW-ს სამხრეთ კავკასიის რეგიონული ოფისისა და   გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების ადგილობრივი ოფისის წარმომადგენლებმა მიიღეს.

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვა.გივი მიქანაძემ უნივერსიტეტების რექტორებთან პროფესიული განათლების განვითარების საკითხები განიხილასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეხვედრა გამართა იმ უნივერსიტეტების რექტორებთან, რომლებიც პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს ახორციელებენ.გივი მიქანაძემ თელავში მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნით ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობაქალაქ თელავში, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა, რომელშიც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე