ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

გივი მიქანაძემ ჰოლოკოსტის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ მონაწილეობა მიიღო ჰოლოკოსტის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში, რომელიც საქართველოს ებრაელთა და ქართულ-ებრაულ ურთიერთობათა ისტორიის მუზეუმში გაიმართა.

მინისტრმა დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა, ჰოლოკოსტის შესახებ ისაუბრა და მილიონობით დაღუპული ებრაელის ხსოვნას პატივი მიაგო.

გივი მიქანაძემ ხაზი გაუსვა განათლების სფეროში ქართულ-ებრაული თანამშრომლობის მნიშვნელობას, რასაც, მისი თქმით, განათლების სხვადასხვა საფეხურზე განხორციელებული არაერთი პროექტი მოწმობს.

ღონისძიებას, რომელიც ქართველ და ებრაელ ქალთა ასოციაცია „ესთას“ ინიციატივით გაიმართა, ესწრებოდნენ საქართველოს კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე, საქართველოში ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ვალიდ აბუ ჰაია და თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორი, პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვა.გივი მიქანაძემ უნივერსიტეტების რექტორებთან პროფესიული განათლების განვითარების საკითხები განიხილასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეხვედრა გამართა იმ უნივერსიტეტების რექტორებთან, რომლებიც პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს ახორციელებენ.გივი მიქანაძემ თელავში მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნით ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობაქალაქ თელავში, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა, რომელშიც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე