ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

გივი მიქანაძე იერუსალიმის ებრაულ უნივერსიტეტს ეწვია, სადაც მიმდინარე წელს შოთა რუსთაველის სახელობის ქართველოლოგიის ცენტრი გაიხსნება

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე იერუსალიმის ებრაულ უნივერსიტეტს ეწვია, სასწავლო ინფრასტრუქტურა დაათვალიერა და ადმინისტრაციასა და აკადემიურ პერსონალს შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა ისრაელის ებრაულ უნივერსიტეტში ქართველოლოგიის ცენტრის დაარსების მიმართულებით სამომავლო გეგმები განიხილეს.

„დეტალურად განვიხილეთ ის კონკრეტული ასპექტები, რომლებიც ქართველოლოგიის ცენტრის დაფუძნებასა და განვითარებას ეხება. მივიღეთ სრული მხარდაჭერა როგორც უნივერსიტეტის რექტორისა და ხელმძღვანელობის, ასევე ჰუმანიტარული ფაკულტეტის წარმომადგენლების მხრიდან.

უახლოესი თვეების განმავლობაში ყველა საჭირო პროცედურას გავივლით, რის საფუძველზეც ჩვენ უკვე შევძლებთ, რომ მიმდინარე წელს იერუსალიმის უნივერსიტეტში გავხსნათ შოთა რუსთაველის სახელობის ქართველოლოგიის ცენტრი. აღნიშნული ხელს შეუწყობს ქართული ენის და ჩვენი ქვეყნის პოპულარიზაციას  და, რაც მთავარია, ეს არის ის პოლიტიკა, რომელსაც ხელისუფლება ახორციელებს საქართველოს გაძლიერებისა და  მსოფლიო მასშტაბით ქართული ენის ცნობადობის ამაღლების კუთხით,“ - განაცხადა გივი მიქანაძემ.

მინისტრმა საუბრისას ხაზი გაუსვა იერუსალიმის ებრაულ უნივერსიტეტსა და საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის კავშირების გაძლიერების მნიშვნელობას. როგორც მან აღნიშნა, ებრაულ უნივერსიტეტს მდიდარი ტრადიციები და ისტორია აქვს, ამას ადასტურებს ის ფაქტი, რომ უნივერსიტეტი მსოფლიო რეიტინგში დღესაც საპატიო ადგილს იკავებს.

უნივერსიტეტში მინისტრთან ერთად იმყოფებოდა ისრაელის სახელმწიფოში საქართველოს საქმეთა დროებითი რწმუნებული სოფიო ოტიაშვილი.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვა.გივი მიქანაძემ უნივერსიტეტების რექტორებთან პროფესიული განათლების განვითარების საკითხები განიხილასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეხვედრა გამართა იმ უნივერსიტეტების რექტორებთან, რომლებიც პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს ახორციელებენ.გივი მიქანაძემ თელავში მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნით ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობაქალაქ თელავში, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა, რომელშიც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე