ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

გივი მიქანაძე ისრაელის ინოვაციების, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების მინისტრ გილა გამლიელს შეხვდა

ისრაელის სახელმწიფოში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე ინოვაციების, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების მინისტრ გილა გამლიელს შეხვდა.

მხარეებმა საქართველოსა და ისრაელს შორის ინოვაციებისა და მეცნიერების სფეროებში თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს.

ყურადღება გამახვილდა განათლების სისტემაში თანამედროვე ტექნოლოგიების ინტეგრირების კუთხით გამოცდილების გაზიარებასა და ერთობლივი სამეცნიერო-კვლევითი პროექტების განხორციელების მნიშვნელობაზე.

მინისტრებმა თანამშრომლობის გაფართოების მზადყოფნა გამოთქვეს და შეთანხმდნენ, რომ უახლოეს პერიოდში ქვეყნებს შორის გაფორმდება მემორანდუმი, რომელიც მეცნიერებისა და ინოვაციების სფეროებში მჭიდრო პარტნიორობას ითვალისწინებს. 

შეხვედრის დასასრულს გივი მიქანაძემ გილა გამლიელი საქართველოში მოიწვია.

მინისტრების შეხვედრას ქნესეთის საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი დევიდ ბიტანი, ისრაელის სახელმწიფოში საქართველოს საქმეთა დროებითი რწმუნებული სოფიო ოტიაშვილი, საქართველოს დელეგაციის წევრები და ქნესეთის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 

 

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვა.გივი მიქანაძემ უნივერსიტეტების რექტორებთან პროფესიული განათლების განვითარების საკითხები განიხილასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეხვედრა გამართა იმ უნივერსიტეტების რექტორებთან, რომლებიც პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს ახორციელებენ.გივი მიქანაძემ თელავში მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნით ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობაქალაქ თელავში, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა, რომელშიც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე