ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

ფრანგულ–ქართული უნივერსიტეტის საბჭოს წლიური შეხვედრა გაიმართა

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანისა და  საქართველოში საფრანგეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის ოლივიე კურტოს თავმჯდომარეობით,  ფრანგულ–ქართული უნივერსიტეტის (FGU) ფონდის მმართველი საბჭოს წლიური შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე მხარეებმა უნივერსიტეტის მიმდინარე ინსტიტუციურ და ფინანსურ მდგომარეობასა და არსებულ გამოწვევებზე იმსჯელეს.  საუბარი ასევე შეეხო უნივერსიტეტის გაფართოების, პროფესიული  პროგრამების დამატებისა და ახალი უნივერსიტეტების შემოერთების პერსპექტივებს, სასწავლო პროგრამების საქართველოს ეკონომიკის საჭიროებებთან შესაბამისობაში მოყვანის გაძლიერების მიზნით.  

როგორც ბაია კვიციანმა აღნიშნა, ფრანგულ-ქართული უნივერსიტეტი არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პლატფორმა, რომელიც ხელს უწყობს  როგორც ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობას ქართველი სტუდენტებისთვის, ასევე ქვეყნებს შორის ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებას. 

თავის მხრივ, საქართველოში საფრანგეთის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ოლივიე კურტომ, ხაზი გაუსვა ფრანგულ-ქართული უნივერსიტეტის განსაკუთრებულ როლს ორ ქვეყანას შორის საგანმანათლებლო თანამშრომლობის გაღრმავებაში. მისი თქმით, FGU წარმოადგენს წარმატებულ მოდელს, რომელიც აერთიანებს აკადემიურ ხარისხს, საერთო ღირებულებებსა და ახალგაზრდებისთვის საერთაშორისო შესაძლებლობების შექმნას.

შეხვედრაზე  კიდევ ერთხელ დაადასტურეს ფრანგულ-ქართული უნივერსიტეტის ერთგულება უმაღლესი განათლების ფუნდამენტური ღირებულებების, მათ შორის სამეცნიერო მიმართულების განვითარების მოთხოვნისა და აკადემიური თავისუფლების მიმართ.

შეხვედრის დასასრულს, ხელი მოეწერა ფონდის წესდებაში შეტანილ ცვლილებებს, რომელიც მიზნად ისახავს სასწავლებლის მართვის პროცესების ოპტიმიზაციასა და მხარეებს შორის აკადემიური თანამშრომლობის გაღრმავებას.

შეხვედრას ესწრებოდნენ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, საქართველოს ფრანგული ინსტიტუტისა და ფრანგულ-ქართული უნივერსიტეტის წარმომადგენლები.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვა.გივი მიქანაძემ უნივერსიტეტების რექტორებთან პროფესიული განათლების განვითარების საკითხები განიხილასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეხვედრა გამართა იმ უნივერსიტეტების რექტორებთან, რომლებიც პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს ახორციელებენ.გივი მიქანაძემ თელავში მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნით ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობაქალაქ თელავში, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა, რომელშიც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე